წვდომის მენიუ

შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 60

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 13, 2023 16:39

მიღების თარიღი თებერვალი 09, 2023

შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  (შემდგომში  „კომისია“) აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის (N23-10-157, 25/01/2023)  საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული  წარმოება შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართვლოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“  კომისიის  2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების  (ფორმა  4.15 სამაუწყებლო ბადე) დარღვევის გამო.

კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათში (N23-10-157, 25/01/2023) აღნიშნულია, რომ კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენასთან დაკავშირებული პერიოდული მონიტორინგის განხორციელებისას შემოწმდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიერ სამაუწყებლო ბადის წარმოდგენა რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მაუწყებელს 2018 წლის მარტიდან მოყოლებული კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია.

2022 წლის 15 დეკემბერს კომისიამ წერილით (N გ-22-04/2995, 15/12/2022) მიმართა შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს (ადრესატმა შეტყობინების მიღება დაადასტურა 16 დეკემბერს) და 2022 წლის 22 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10  პუნქტის „დ“  ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელთა თანახმადაც მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, მოსთხოვა სამაუწყებლო ბადის 3 სამუშაო დღის ვადაში წარმოდგენა. დღეს მოქმედი რედაქციით, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს აღნიშნული ვალდებულება ეკისრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუმცა კანონისა და კომისიის მოთხოვნას მაუწყებლის მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტს მიაჩნია, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მხრიდან ადგილი აქვს კანონმდებლობით დადგენლი ვალდებულების შეუსრულებლობას.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვა დაინიშნა 2023 წლის 2 თებერვალს, 15:00 საათზე, რის შესახებაც შპს „თბილიფილმ- სტუდიო Tbilifilm-studio“-ს ეცნობა შეტყობინებით (Nგ-23-03/165, 30/01/2023). ამავე შეტყობინებით, კომპანიას განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების გაცნობის უფლება.

კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს წარმომადგენელი. შესაბამისად, საკითხის განხილვა გადაიდო და დაინიშნა 2023 წლის 9 თებერვალს. აღნიშნულის თაობაზე შეტყობინებით (Nგ-23.03/235,03/02/2023) ეცნობა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს. შეტყობინება  კომპანიას ჩაბარდა 2023 წლის 7 თებერვალს.

კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“. კომისიის შეტყობინების (Nგ-23.03/235,  03/02/2023) მხარისათვის გაგზავნითა და ასევე კომისიის ვებგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებით კომისიამ, უზრუნველყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა  დაინტერესებული     მხარის     ადმინისტრაციულ    წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს წარმომადგენლის დაუსწრებლად.

კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტმა გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აქვს კომისიის ელექტრონული პორტალის მეშვეობით წარმოდგენილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადე (ფორმა4.15) და არც ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული.

II. გამოკვლეული მტკიცებულებები

1.კომისიის  აპარატის  აუდიო-ვიზუალური  მედია  მომსახურებების  რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (N23-10-157, 25/01/2023).

2.კომისიის წერილი (Nგ-22-04/2995,15/12/2022)გაგზავნილი შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის და აღნიშნული წერილი ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3.მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს შესახებ მონაცემები;

4.შპს  „თბილიფილმ-სტუდიო  Tbilifilm-studio“-სთვის  გაგზავნილი  შეტყობინება (Nგ-23-03/165, 30/01/2023) კომისიის 2023 წლის 2 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე.

5.შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის   გაგზავნილი   შეტყობინება  (Nგ-23.03/235,03/02/2023) კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე მოწვევის თაობაზე და აღნიშნული შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

6.კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის უზრუნველყოფის სპეციალისტის გიორგი წიკლაურის ახსნა-განმარტება მიცემული კომისიის 2023 წლის 9 თებერვლის სხდომაზე.

III. დადგენილი  ფაქტობრივი გარემოებები

1.შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 11/12/2013).

2.შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს 2018 წლის მარტის თვიდან კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით, სამაუწყებლო ბადე არ წარმოუდგენია; ასევე, მაუწყებელი ყოველკვირეულად     არ  აქვეყნებს     მომდევნო  კვირის   პროგრამების განრიგს, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით (კომპანიის ვებგვერდი www.geocannel.com)

3.„საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  2011  წლის  N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ყველა პირს და ასევე ყველა მაუწყებელს დაევალათ ამ  გადაწყვეტილების N1დანართით განსაზღვრული სტატისტიკური  ანგარიშგების  ფორმების  ელექტრონულად  შევსება  და  კომისიაში წარმოდგენა ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით; ამავე გადაწყვეტილების დანართი N1 ფორმა 4.15-ი (სამაუწყებლო ბადე) ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე;

4.შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე/მსგავსი დარღვევისათვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის არცერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა.

IV.  გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1.,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი   „საქართველოს   საარჩევნო   კოდექსი“,  ეს  კანონი,  „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2.,,მაუწყებლობის   შესახებ“   საქართველოს   კანონის   მე–5   მუხლის   მე–3   პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში კომისიის ფუნქციებს წარმოადგენს მედიამომსახურებისა  და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროებში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება;

3.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ტ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებელი–საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის  საფუძველზე ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი;

4.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს1)ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურება-აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და რადიომაუწყებლობა;

5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს2) ქვეპუნქტის თანახმად, აუდიოვიზუალური მედიამომსახურება–მედიამომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობით მიწოდებული მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების  მიზნით.  ასეთი  აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არის ამ კანონით გათვალისწინებული   ტელემაუწყებლობა  ან გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება, აგრეთვე აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია;

6.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ21) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი−კომისიის მიერ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მედიამომსახურების (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიწოდებას ახორციელებს

7.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების    სფეროში  მოქმედი    საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის,   კომისიის   დადგენილებები  და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების  შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა; (ძველი რედაქციით:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირი ვალდებულია   დაიცვას  მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.)

8.„მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის   „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თუ იგი არის მაუწყებელი, ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, ხოლო თუ ავტორიზებული პირი არის გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი, მაშინ  იგი ვალდებულია უზრუნველყოს  საკუთარ კატალოგებში განთავსებული პროგრამების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და კომისიისთვის ორ კვირაში ერთხელ მიწოდება; (ძველი რედაქციით: „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის  451 მუხლის  მე-10  პუნქტის  „დ“  ქვეპუნქტის  თანახმად,  ავტორიზებული  პირი ვალდებულია ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით.);

9.„მაუწყებლობის შესახებ“   საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი  პუნქტის თანახმად,   მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის  მომსახურების მიმწოდებლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს   შესაბამისი  საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების  შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია.  კომისია  დამრღვევს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის  აღმოსაფხვრელად ან პრევენციისთვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. მაუწყებლის გაფრთხილების უფლებამოსილება არ ვრცელდება ამ კანონის 561 და 562 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევებზე.

კომისიას მიაჩნია, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიერ კომისიის ელექტრონული პორტალის საშუალებით 2018 წლის მარტის თვიდან სამაუწყებლო ბადის წარმოუდგენლობით დარღვეულია „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011  წლის  N144/22  გადაწყვეტილების ნაწილობრივ  ძალადაკარგულად  ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილება (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე) და „მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის 451   მუხლის  მე-12  პუნქტის  „ა“    და  „დ“  ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც, ავტორიზებული პირი ვალდებულია მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები და ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით, რომელიც ივსება ყოველკვირეულად, ყოველი კვირის კვირა დღის ბოლომდე და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი კვირის 7 დღის სამაუწყებლო ბადე.

აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიმართ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იგივე/მსგავსი ხასიათის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის  არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომპანიას უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება.

V. სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ“, „ს1“, „ს2“ და „ჰ21“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 71- ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე 98-ე და 99-ე მუხლებისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებისა და კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1.შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-ს მიეცეს წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და „კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების (ფორმა 4.15 სამაუწყებლო ბადე)  დარღვევის გამო.

2.დაევალოს  კომისიის  აპარატის  ადმინისტრაციას  (ო.  ვოტ)   გადაწყვეტილების შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

3.დაევალოს კომისიის აპარატის  იურიდიულ დეპარტამენტს (თ.  გოშუა)  შპს„თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მონაცემის კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა.

4.გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი დამოწმებული ასლის შპს  „თბილიფილმ- სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის ჩაბარების დღიდან.

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) შპს „თბილიფილმ-სტუდიო Tbilifilm-studio“-სთვის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6.კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2 და მე-3 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე           წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები