შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

ნომერი: გ-23-18 / 7

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2023 14:27

მიღების თარიღი იანვარი 12, 2023

შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom  LTD“-ის სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე

I.     აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისია  (შემდგომში  „კომისია“)  აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის (N 22-10-2351; 30/12/2022) საფუძველზე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს ერიცხება 2022 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 126.03 ლარის ოდენობით. 

შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის დღედ განისაზღვრა 2023 წლის 12 იანვარი. აღნიშნულის თაობაზე შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს გაეგზავნა შეტყობინება (რომელიც ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.comcom.ge/ge/shetyobinebebi) და მოწვეულ იქნა ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მას, ასევე, განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98–ე და 99–ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.

II. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შესწავლილი მტკიცებულებები

1.   კომისიის  აპარატის ადმინისტრაციის  საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის მოხსენებითი ბარათი (N 22-10-2351; 30/12/2022) თანდართული დოკუმენტაციით.

2. კომისიის       აპარატის  ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის სამსახურებრივი ბარათი (N 23-10-38; 12/01/2023).

3.   კომისიის შეტყობინება გაგზავნილი შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის.

4.  ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და  მონაცემები კომისიის  უწყებრივი  რეესტრიდან  შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-ის შესახებ. 

III. კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

1. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში  ავტორიზებულ პირს.

2. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“, როგორც   ავტორიზებული   პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობა,  მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. შესაბამისად, შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“  „რეგულირების  საფასურის  განსაზღვრისა  და  გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის საერთო სტატისტიკური  ბაზის    (http://stats.gncc.ge)    ფორმა    1.9-ის (რეგულირების საფასურის   გაანგარიშების   ფორმა)   საშუალებით,   ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და გადაიხადოს კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

3. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს ერიცხება 2022 წლის თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბრის თვეების რეგულირების საფასურის დავალიანება 126.03 ლარის ოდენობით.

4. კომისიის აპარატის  ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო  ჯგუფის სამსახურებრივი ბარათის (N 23-10-38; 12/01/2023) თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მიერ გადახდილ იქნა რეგულირების საფასურის დავალიანება, რითაც კომპანიამ აღმოფხვრა დარღვევა.

5. შპს  „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ს  ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დაკისრებია ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის არცერთი სახე მსგავსი/ანალოგიური დარღვევისთვის.

IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება

1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის დადგენილებები, აგრეთვე, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, ხოლო „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, რეგულირების საფასურის ოდენობას შეადგენს, ავტორიზებული პირის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის (მომსახურების) მიწოდების ან/და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 0,75 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის შესახებ და კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.

3. „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირები  და  მაუწყებლობის     სფეროში     ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ამ დადგენილებით განსაზღვრული ფორმით (დანართი №1) ელექტრონულად, კომისიის საერთო სტატისტიკური ბაზის (http://stats.gncc.ge) ფორმა 1.9-ის (რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმა) საშუალებით, წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია საანგარიშო თვის გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.

4.  „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის №144/22 გადაწყვეტილების და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ დაადგინა ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის მფლობელ პირთა მიერ სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და პერიოდულად კომისიაში წარმოდგენის ვალდებულება ახალი პირობებით, ასევე სტატისტიკური აგარიშგების ახალი ფორმები და გადაწყვიტა, რომ ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის  ლიცენზიას,  დაევალოთ  ამ  გადაწყვეტილების  დანართი  №1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით;

5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის   მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში  საქართველოს კანონმდებლობის,   მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა  და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ რეგულირების საფასურის დავალიანების გადაუხდელობით, შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-ის მხრიდან ადგილი აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-12 მუხლის  მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“  და „ლ“ ქვეპუნქტების, რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12   დადგენილებით   განსაზღვრული პირობების დარღვევას, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს წარმოადგენს. კერძოდ, აღნიშული მუხლის მიხედვით, ავტორიზებული    პირის    მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს  კანონმდებლობის,   მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა   და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს. გამომდინარე იქიდან, რომ კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, შპს „სქაიტელეკომი- Skytelecom LTD“-იმ გადაიხადა რეგულირების საფასურის დავალიანება, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ ცნობილი უნდა იქნას სამართალდამრღვევად და გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომპანიამ აღმოფხვრა დარღვევა.

V.    სარეზოლუციო ნაწილი

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-13, 53-ე, 54-ე, 76-ე მუხლის, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, 99-ე მუხლებისა და VII თავის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის  „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების,  45-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების,  „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესების შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.  შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom  LTD“ ცნობილ იქნას სამართალდამრღვევად „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, ,,რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების მე-6 პუნქტის დარღვევის გამო.

2. შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“ გათავისუფლდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

3.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom     LTD“-სთვის    გაგზავნა    და    კომისიის    ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების  დამოწმებული  ასლის შპს „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის  ჩაბარების დღიდან.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,  №64) „სქაიტელეკომი-Skytelecom LTD“-სთვის  გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები