„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2023 18:50
მიღების თარიღი მარტი 30, 2023
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომუნიკაციების კომისია”) მიერ 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კომისიის ორგანიზაციული მოწყობის ახალი სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. ორგანიზაციული მოწყობის ახალი სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცებამ გამოიწვია საშტატო ერთეულებისათვის განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტაციის, აგრევე თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების ცვლილების აუცილებლობაც. ამ პროცესში დამატებით გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომელიც საჭიროებს ახლებურად განსაზღვრას და შესაბამის ცვლილებებს საშტატო ნუსხაშიც, კერძოდ:
1. კომისიის სხდომების ორგანიზება და კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დებულების მიხედვით, წარმოადგენს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფის ფუნქციებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სტრუქტურული ერთეული არის პასუხიმგებელი კომისიისთვის კანონით დაკისრებული საჯაროობის უზრუნველყოფაზე, საჯარო სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის პროცესი, დღეის მდგომარეობით, იმართება კომისიის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მიერ. აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე, თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, პასუხისმგებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. იმისათვის, რომ ფუნქციის შესრულებისათვის აუცილებელი ყველა ძირითადი პროცესი იმართებოდეს დებულებით განსაზღვრული პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულის მიერ (მათ შორის, სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის პროცესიც) მიზანშეწონილია, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმება და საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო ჯგუფში ტექნიკური მხარდაჭერის წამყვანი სპეციალისტის (რანგით E4) 1 საშტატო ერთეულის დამატება; სახელფასო ზღვრები განისაზღვროს 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საშტატო ნუსხით წამყვანი სპეციალისტის რანგისათვის განსაზღვრული ზღვრების შესაბამისად;
2. კომისიაში პროფესიული ცოდნის კონსოლიდაციის მიზნით, 2019 წლიდან შექმნილია მრჩეველთა საბჭო. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქციაა კომისიისა და მისი აპარატისათვის ექსპერტულ-საკონსულტაციო ფუნქციის შესრულება, კერძოდ, კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული სპექტრის პერსპექტიული გამოყენების თაობაზე ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით და კომისიის კონსულტირება რადიოსიხშირული, ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური საკითხების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის თაობაზე. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებისათვის, სამუშაო პროცესების შეფასებისას გამოიკვეთა მრჩეველთა საბჭოს სამუშაოების დაგეგმვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის აუცილებლობაც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მრჩეველთა საბჭოში 1 საშტატო ერთეულის დამატება: მრჩეველთა საბჭოს უფროსი (1) - შმკ 50;
3. 2022 წლის 29 დეკემბრის №7 დადგენილებით ახლებურად განისაზღვრა მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის ფუნქციები. აღნიშნული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების მიზნით, დეპარტამენტს 2023 წლის 1 თებერვლიდან დაემატა 2 წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეული (რანგი E4). აღნიშნული საშტატო ერთეულების ფუნქციებიდან და შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე, რეკომენდირებულია აღნიშნული 2 შტატის სახელწოდება განისაზღვროს მედიამონიტორინგის წამყვანი სპეციალისტის სახელით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე, 103-ე, 104-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურისა და პოზიციების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის გ-23-22/9 გადაწყვეტილებაში შევიდეს ცვლილება და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საშტატო ნუსხა“ (დანართი №2) დამტკიცდეს თანდართული ფორმით;
2. დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომუნიკაციების კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების სამსახურს (ს. კაციტაძე).
ვახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე
წევრი
ივანე მახარაძე
წევრი
3
3
