საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2023 17:55
მიღების თარიღი მაისი 04, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილება და დამტკიცდა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები და დაევალათ ამავე გადაწყვეტილების დანართი N1-ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა გადაწყვეტილებაში მითითებული პერიოდულობით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების (22.12.2022, სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020772) შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულირებას მაუწყებლებთან ერთად დაექვემდებარნენ გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი პირები. საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, კანონში გაჩნდა ახალი ცნება - „მედიამომსახურება“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ს1) და ს2) ქვეპუნქტების თანახმად, მედიამომსახურება მოიცავს აუდიოვიზუალურ მედიამომსახურებას და რადიომაუწყებლობას. თავის მხრივ, აუდიოვიზუალური მედიამომსახურების სახეებს მიეკუთვნება ტელემაუწყებლობა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია. ამავე მუხლის ს4) ქვეპუნქტის შესაბამისად, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება არის მომსახურება, რომლის ან რომლის განუყოფელი ნაწილის ძირითადი მიზანი ან არსებითი ფუნქციონალი არის ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის სარედაქციო პასუხისმგებლობის გარეშე, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით ფართო საზოგადოებისთვის პროგრამების ან/და მომხმარებლების გენერირებული ვიდეორგოლების მიწოდება მისი ინფორმირების, გართობის ან განათლების მიზნით. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების ორგანიზებას, კერძოდ, ჩვენებას, მონიშვნასა და თანამიმდევრობას, განსაზღვრავს ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, მათ შორის, ავტომატური საშუალებებით ან ალგორითმებით;
„მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის“ 70-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომისია ადგენს მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს. ანგარიშგების ფორმებში გარდა ამ კანონით განსაზღვრული სხვა ინფორმაციისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და მაუწყებლის მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია გამოითხოვოს, ხოლო მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას სრულად და განსაზღვრულ ვადაში მიაწოდონ ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია თავიანთი საქმიანობის შესახებ.
ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელ პირებს წარმოეშვათ ვალდებულება ყოველი კვარტლის დასრულების შემდეგ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე კომისიას წარუდგინონ შევსებული ანგარიშგების ფორმები. ელექტრონული ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფორმაცია გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმების მომსახურების მიმწოდებელი პირების დაფინანსების წყაროების შესახებ, მათ შორის, ცალ-ცალკე რეკლამიდან, სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან და აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ განხორციელებული შემოწირულობებიდან მიღებული შემოსავლების თაობაზე. ანგარიშგების ფორმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე ინფორმაცია მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ, მათ შორის, მისი მფლობელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ გაწეული ფასიანი თუ უფასო მომსახურების თაობაზე. ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის ანგარიშგების ფორმებში ასახული უნდა იყოს მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების, მიღებული შემოსავლების, მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მონაცემები და კომისიის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში შეიტანოს ცვლილება და დაამატოს ფორმა 1.12 (გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა 1.13 (გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურებები); ფორმა 1.14 (ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროები); ფორმა 1.15 (ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის გაწეული მომსახურებები);
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების საფუძველზე კომისია ანგარიშგების ფორმებს აქვეყნებს შევსებიდან 7 დღის ვადაში, ამასთან, კომისია ასაჯაროებს იმ პირის ვინაობას, რომლის მიერ მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების დაფინანსებამ ბოლო 3 თვის განმავლობაში 7 000 ლარზე მეტი შეადგინა.
ამასთან, კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის Nგ-20-22/933 გადაწყვეტილებით „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და ავტორიზებული პირების მიერ კომისიაში მაუწყებლების შემოსავლის თაობაზე წარმოსადგენი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების საჯაროობის შესახებ“, დადგინდა „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.7-ით წარმოდგენილი მონაცემების გასაჯაროების სტანდარტი, სეგმენტების/დიაპაზონების მიხედვით.
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი პირებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი პირების მიერ წარმოდგენილი მონაცემების გასაჯაროება განხორციელდეს კომისიის 2020 წლის 24 დეკემბრის Nგ-20-22/933 გადაწყვეტილებით დადგენილი სტანდარტისა და დასაბუთების შესაბამისად, შემდეგი სეგმენტების/დიაპაზონების მიხედვით:
7,000-50,000
50,000-100,000
100,000-500,000
500,000+
(სეგმენტები გაანგარიშდება ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულების (ლარში) მიხედვით).
ამავდროულად, კანონის სრულყოფილად აღსასრულებლად, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, ინფორმაციის ამ ხარისხით გასაჯაროება არ იყოს საკმარისი. კერძოდ, ისეთ შემთხვევებში, როდესაც იკვეთება დაფინანსების საეჭვო, არასაბაზრო ტრანზაქციები და არსებობს გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელი და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი პირების დამოუკიდებლობაში ჩარევის რისკი, მონაცემები სრულად უნდა გასაჯაროვდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად:
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებაში, აღნიშნული გადაწყვეტილების დანართ 1-ს დაემატოს ფორმები 1.12; 1.13; 1.14 და 1.15 და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.12-ით და ფორმა 1.14-ით წარმოდგენილი მონაცემები გასაჯაროვდეს შემდეგი სეგმენტების/დიაპაზონების მიხედვით:
7,000-50,000
50,000-100,000
100,000-500,000
500,000+
(სეგმენტები გაანგარიშდება ბოლო 3 თვის განმავლობაში განთავსებული რეკლამის ან ტელეშოპინგის, განხორციელებული სპონსორობის ან გაწეული მომსახურების ღირებულების (ლარში) მიხედვით).
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) და კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ.ქორიძე) „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 25 მარტის 144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმა 1.12-ით და ფორმა 1.14-ით წარმოდგენილი მონაცემების გასაჯაროება უზრუნველყონ მხოლოდ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;
6. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე).
დანართი 1
ფორმა 1.12 (გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის დაფინანსების წყაროები)
ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
კვარტალის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე |
|
ფიზიკური/იურიდიული პირის ტიპი |
ფიზიკური, იურიდიული |
|
ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება |
ფიზიკური/იურიდიული პირის სახელი (რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთი (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირი) |
|
ფიზიკური/იურდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი |
ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში - საგადასახადო კოდი |
|
რეგისტრაციის ქვეყანა |
ფიზიკური/იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანა |
|
დაფინანსების წყაროს სახეობა |
კომერციული რეკლამა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ფასიანი სოციალური რეკლამა / საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება სპონსორობა ტელეშოპინგი გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლის მფლობელის შემოწირულობა სხვა პირების შემოწირულობა კონტენტის რეალიზება ტექნიკური მომსახურება ვიდეოგაზიარების კატალოგში განთავსების საფასური პროდუქტის განთავსება სახელმწიფო დაფინანსება სხვა მედიამომსახურების შემოსავალი სხვა არა მედიამომსახურებით მიღებული შემოსავალი |
|
შემოსავლის ოდენობა |
შესაბამისი თანხა ლარებში |
|
შენიშვნა |
1. შენიშვნის ველში შესაძლებელია მიუთითოთ “სხვა„ კატეგორიის შემოსავალი დაფინანსების რა წყაროდან მიიღეთ
2. თუ რეგისტრაციის ქვეყანა არ არის საქართველო, შენიშვნის ველში მიუთითეთ პირის იურიდიული ან/და ფაქტობრივი მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები
3. თუ მომსახურება გაწეულ იქნა კობრენდინგის (კობრენდინგი – 2 ან მეტი ბრენდის მონაწილეობით ერთი |
პროდუქტის ან მომსახურების წარმოება/მიწოდება) სახით, პირის საიდენტიფიკაციო ნომრად მიუთითეთ თანხის უშუალოდ გადამხდელი (სარეკლამო კომპანია ან სხვა პირი), ხოლო შენიშვნის ველში მიუთითეთ კობრენდინგში მონაწილე პირების ვინაობა
ფორმა 1.13 (გამოძახებითი აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლისთვის
გაწეული მომსახურებები)
ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა
|
ველი |
განმარტება |
|
მომსახურების სახე |
გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების სახე |
|
ფასიანი/უფასო მომსახურება |
ფასიანი/უფასო |
|
მომსახურების ღირებულება |
გამოძახებითი აუდიოვიზუალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება |
|
შენიშვნა |
შენიშვნის ველში, უფასო მომსახურების შემთხვევაში, მიუთითეთ გაწეული მომსახურების სავარაუდო საბაზრო ღირებულება |
ფორმა 1.14 (ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის
დაფინანსების წყაროები)
ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა
|
ველი |
განმარტება |
|
თვე |
კვარტალის შესაბამისი თვეები. თითოეული თვის მონაცემები ივსება ცალ-ცალკე |
|
ფიზიკური/იურიდიული პირის ტიპი |
ფიზიკური, იურიდიული |
|
ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება |
ფიზიკური/იურიდიული პირის სახელი (რეკლამის ან ტელეშოპინგის დამკვეთი (არა სარეკლამო კომპანია), სპონსორი, შემომწირველი, მომსახურების უშუალოდ გამწევი პირი) |
|
ფიზიკური/იურდიული პირის საიდენტიფიკაციო ნომერი |
ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში - საგადასახადო კოდი |
|
რეგისტრაციის ქვეყანა |
ფიზიკური/იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანა |
დაფინანსების წყაროს
|
სახეობა
ფორმა 1.15 (ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისთვის
გაწეული მომსახურებები)
ივსება კვარტალში ერთხელ, შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 15
კალენდარული დღისა
|
ველი |
განმარტება |
|
მომსახურების სახე |
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების სახე |
|
ფასიანი/უფასო მომსახურება |
ფასიანი/უფასო |
|
მომსახურების ღირებულება |
ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების ღირებულება |
|
შენიშვნა |
შენიშვნის ველში, უფასო მომსახურების შემთხვევაში, მიუთითეთ გაწეული მომსახურების სავარაუდო საბაზრო ღირებულება |
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
