საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის N22- 11/492 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 16:04
მიღების თარიღი ივნისი 01, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის N22-11/492 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში “კომისია“) 2023 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა შპს „სელფი მობაილმა“ (ს/კ 204450584) (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-23-6/1814, 25.05.2023), კომისიის მიერ 2022 წლის 10 ნოემბრის Nგ-22-11/492 გადაწყვეტილებით შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“ მიერ შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზი“-ს და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს 100% წილების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული თანხმობის მოქმედების 6 თვიანი ვადის დამატებით 2 თვით გაგრძელების თხოვნით.
კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის N22-11/492 გადაწყვეტილებით შპს „ვიონი საქართველოს“ მიეცა თანხმობა შპს „სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.“-ს მიერ შპს „ვიონი საქართველოს“ ბენეფიციარი მესაკუთრე კომპანიების შპს „ვოთერთრეილ ინდასტრიზ“-ის 100%-იანი და შპს „ინვესტიკო ალიანსე“-ს 100%-იანი წილის შეძენაზე. ამავე გადაწყვეტილებით ტრანზაქციის განხორციელების ვადად განისაზღვრა 6 (ექვსი) თვე. კომპანიის განცხადებით, ტრანზაქციის განხორციელებისთვის კომპანიას დამატებით სჭირდება 2 თვე და შესაბამისად, 2023 წლის 25 მაისის განცხადებით მიმართა კომისიას ვადის 2 თვით გახანგრძლივების თაობაზე.
2022 წლის 10 ნოემბრის N22-11/492 გადაწყვეტილებაში კომისიამ მიუთითა, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო დინამიურობით გამოირჩევა, ამიტომ მიზანშეწონილია კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა ავტორიზებული პირის წილის შეძენაზე ძალაში დარჩეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. ეს არის სავარაუდოდ ის გონივრული ვადა, რა დროშიც შეიძლება შეიცვალოს ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები და ა.შ. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
კომისიამ განიხილა N22-11/492 გადაწყვეტილებით განსაზღვრული 6 თვიანი ვადის გაზრდის შესაძლებლობა და ამ მიზნით შეაფასა, ხომ არ არის არსებითად შეცვლილი ბაზრის კონიუნქტურა, ავტორიზებული პირების ხვედრითი საბაზრო წილები ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კერძოდ, 2023 წლის 24 აპრილს შპს ,,ვიონი საქართველოს“ სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელდა ცვლილება, კერძოდ, შეიცვალა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელი და ის ,,ვიონი საქართველოს“ ნაცვლად განისაზღვრა შპს ,,სელფი მობაილით“. თუმცა, კომპანიის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობების ნუსხაში ცვლილებები არ განხორციელებულა.
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომისიას არც სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ცვლილების შესახებ მიუღია ინფორმაცია. ამასთან, კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრის მონაცემების თანახმად არც შპს ,,სელფი მობაილის“ ახალი გენერალური დირექტორი, ვასილ ბერიშვილი (პირადი: 01002001907), ფლობს სხვა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის წილს ან არის სხვა ავტორიზებული პირის წარმომადგენელი, შესაბამისად “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ33 ქვეპუნქტის თანახმად ის საქართველოში სხვა ავტორიზებულ პირებთან ურთიერთდამოკიდებული (აფილირებული) არ არის.
რაც შეეხება შპს „სელფი მობაილის“ საბაზრო წილებს შემოსავლებისა და აბონენტების რაოდენობის კუთხით, აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში კომპანიის საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით შემცირდა მხოლოდ 1.07 პროცენტული პუნქტით, ხოლო აბონენტების მიხედვით საბაზრო წილი გაიზარდა - 0.46 პროცენტული პუნქტით.
ცხრილი N1
|
კომპანია |
2022 წლის იანვარი 2023 წლის აპრილი |
|
|
შემოსავალი (ლარი დღგ-ს გარეშე) |
ბაზრის წილი |
|
|
მაგთიკომი |
463,364,901 |
49.39% |
|
სილქნეტი |
322,563,500 |
34.39% |
|
სელფი მობაილი |
151,888,264 |
16.19% |
|
სხვა |
265,483 |
0.03% |
|
ჯამი |
938,082,148 |
100% |
ცხრილი N2
|
კომპანია |
2023 წლის I კვარტალი |
|
|
აბონენტების რაოდენობა |
ბაზრის წილი |
|
|
მაგთიკომი |
2,401,548 |
41.52% |
|
სილქნეტი |
1,930,618 |
33.38% |
|
სელფი მობაილი |
1,436,678 |
24.84% |
|
სხვა |
15,464 |
0.27% |
|
ჯამი |
5,768,844 |
100% |
როგორც აღნიშნული ცხრილებიდან ჩანს, არც ბაზრის სხვა მოთამაშეების საბაზრო წილები შეცვლილა მნიშვნელოვნად, კერძოდ, სამი უმსხვილესი მოთამაშეს საბაზრო წილი კვლავ თითქმის 100%-ს შეადგენს.
ზემოთ მოცემულ ცხრილებში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კომისია მიიჩნევს, რომ N22-11/492 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პერიოდში შპს ,,სელფი მობაილ“- ის საბაზრო პოზიციონირება არ შეცვლილა, არც შემოსავლების და არც აბონენტების კუთხით და არც ბაზრის კონიუქტურის ცვლილებას ჰქონია ადგილი. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ არ არსებობს კომისიის მიერ 2022 წლის 10 ნოემბერს მიღებული N22- 11/492 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით განსაზღვრული, კომისიის მიერ გაცემული თანხმობის 6 (ექვსი) თვიანი ვადის 2 (ორი) თვით გაზრდის ხელისშემშლელი წინაპირობები. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, სავალდებულო იქნება ხელახალი თანხმობის მიღება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის N22-11/492 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „3. ამ გადაწყვეტილებით კომისიის მიერ გაცემული თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან 8 (რვა) თვის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში ტრანზაქციის განუხორციელებლობის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია ხელახლა მიმართოს კომისიას თანხმობის მისაღებად;“
2. განემარტოს შპს „სელფი მობაილს“, რომ კომისიის N22-11/492 გადაწყვეტილების შესაბამისად, წილის მფლობელის ცვლილების შემთხვევაში, შპს „სელფი მობაილი“ ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე კომისიას აცნობოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სელფი მობაილისთვის“ გაგზავნა (ო.ვოტ);
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სელფი მობაილისთვის“ ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), შპს „სელფი მობაილისთვის“ ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და სატელეკომუნიკაციო ბაზრის რეგულირების დეპარტამენტს (ე. სიჭინავა).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
