„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-23-19 / 294

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2023 20:40

მიღების თარიღი ივნისი 22, 2023

„მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის  6 აპრილის    №გ-23-23/164  გადაწყვეტილებით  დაიწყო    საჯარო ადმინისტრაციული წარმოება     „მიწისზედა     სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად მრავალლიცენზიანი    (თანმიმდევრული)    აუქციონების    გამოცხადების    მიზნით, რომელშიც განხორციელდა   ცვლილება   კომისიის      2023 წლის      8 ივნისის   №გ-23-19      / 259 გადაწყვეტილებით.

აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის თანახმად-მიწისზედა  სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად  მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების პროექტთან დაკავშირებით, ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 29 ივნისი.

კომისია აღნიშნავს, რომ ვინაიდან 2023 წლის 29 ივნისს  ზეპირი მოსმენის სხდომის გარდა, ასევე   დაგეგმილია  კომისიის  ძირითადი  სხდომაც , ხოლო  ზეპირ მოსმენაზე  განსახილველი საკითხი საკმაოდ მოცულობითი და კომპლექსურია , მიზანშეწონილია საკითხის ზეპირი მოსმენა ნაცვლად 2023 წლის 29 ივნისისა ჩაინიშნოს 2023 წლის 4 ივლისს 15:00 საათზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე   მუხლის,   177-ე   მუხლის   მე-4   ნაწილისა   და „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის  მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2003 წლის  27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება „მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად რადიოსიხშირული   სპექტრით   სარგებლობის  ლიცენზიების   მისაღებად მრავალლიცენზიანი (თანმიმდევრული) აუქციონების გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების  დაწყების თაობაზე“ კომისიის 2023 წლის 6 აპრილის №გ-23-23/164 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.ზეპირი  მოსმენა  გაიმართოს  2023  წლის  4  ივლისს  15:00  საათზე,  ხოლო  გადაწყვეტილება მიღებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;“

2.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე და წინამდებარე გადაწყვეტილება;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

4.გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები