კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2023 12:55
მიღების თარიღი ივლისი 27, 2023
კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია(შემდგომში“კომისია") აღნიშნავს, რომ სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ (ს/ნ245675880) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/1126, 04.04.2023; №შ-23-7/1872,01.06.2023; №შ-23-6/2324, 17.07.2023) ქ. ბათუმის სამაუწყებლო სიხშირეზე (FM 104.5 მჰც) მოქმედი გადამცემი სადგურის სიმძლავრის 500 ვტ-დან 1000 ვტ-მდე მომატების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო” კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილებით ფლობს ქვემოთ მითითებულ რადიოსიხშირულ რესურსს, საიდანაც ქ. ბათუმში რადიომაუწყებლობისთვის მინიჭებულია - 104,5 მჰც, ხოლო ქ. შუახევში - 106,0 მჰც.




კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი რადიომაუწყებლობას რადიოსიხშირეების გამოყენებით ახორციელებს 3 რადიოარხზე, ხოლო ამავე კანონის 352 მუხლის პირველი თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო რადიომაუწყებლობას ახორციელებს 1 რადიოარხზე.
კომისიის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №23-10-1272 და 20 ივლისის №23-10-1337 სამსახურებრივი ბარათების თანახმად კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით და ადგილზე ჩატარებული რადიო-მონიტორინგით მიღებული შედეგების შესაბამისად შესაძლებელია სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის №357/13 გადაწყვეტილებით ბათუმში 104.5 მჰც სიხშირეზე მოქმედი გადამცემი სადგურის სიმძლავრის მომატება 1000 ვტ-მდე. ასევე ქ. ბათუმში და შუახევში რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური პარამეტრები უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილების დანართში მითითებული სიხშირეები რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლამდე გამოიყენებოდა ტელემაუწყებლობისთვის ამოღებულ უნდა იქნას დანართიდან და დანართში უნდა დარჩეს მხოლოდ რადიომაუწყებლობისთვის განკუთვნილი სიხშირული რესურსი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 10 ივლისის N357/13 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.უზრუნველყოს სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიომ“ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
3.დაევალოს სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) ინფორმაციის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;
4.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების სსიპ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე) და სსიპ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოსთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტისა) დაევალოს იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
