საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 4 მაისის № გ-23-7/206 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-23-19 / 361

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2023 14:57

მიღების თარიღი ივლისი 27, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 4 მაისის № გ-23-7/206 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლამ (რეგისტრირებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016 წლის 15 აგვისტოს; ს.კ. № 429322985) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/2079, 26.06.23) საქართველოს ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში რადიოკავშირისთვის მინიჭებული სიხშირის შეცვლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 4 მაისის №გ-23-7/206 გადაწყვეტილებით ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას მიეცა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F 2906 უფლება და მიენიჭა სიხშირე 413.400 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც) საქართველოს  ტერიტორიაზე, ერთი  წლის  ვადით  - 2023 წლის 4 მაისიდან 2024 წლის 4 მაისამდე,.

კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივლისის № 23-10-1345 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე, აღნიშნავს რომ ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას შესაძლებელია მიენიჭოს 153.475 მჰც სიხშირე, ნაცვლად 413.400 მჰც სიხშირისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შევიდეს ცვლილება კომისიის 2023 წლის 4 მაისის № გ-23-7/206 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.მიენიჭოს ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2906 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 153.475 მჰც (ზოლის სიგანით 25 კჰც)  საქართველოს  ტერიტორიაზე,  ერთი  წლის  ვადით  - 2023 წლის 4 მაისიდან 2024 წლის 4 მაისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის,   არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;“

2.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3.დაევალოს შპს ტრანსფორდს გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ.სულიაშვილი) ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) ააიპ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლისთვის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები