საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 ოქტომბრის № გ-23-7/459 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-23-19 / 465

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2023 17:47

მიღების თარიღი ოქტომბერი 09, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 6 ოქტომბრის № გ-23-7/459 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის  მიერ 2023 წლის  6 ოქტომბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება № გ-23-7/459, საქართველოს საგარეო  საქმეთა  სამინისტროსთვის  რადიოსიხშირეებით  სარგებლობის №  2970 უფლების მინიჭების შესახებ.

კომისიის  2023 წლის 6 ოქტომბრის  №  გ-23-7/459  გადაწყვეტილებაში  დაშვებულ  იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში  380.0125 მჰც სიხშირის ნაცვლად უნდა ეწეროს სიხშირე - 407.100 მჰც.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად  კომისია  ვალდებულია   3 სამუშაო  დღით  ადრე  გამოაქვეყნოს    ინფორმაცია მომავალი სხდომის,  მისი  ჩატარების  ადგილის,  დროისა  და  დღის  წესრიგის  თაობაზე,  ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად   გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ  მუხლის მე-5  პუნქტით  გათვალისწინებული  წესების  დაუცველად.  ამ  შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე სხდომის დახურვის შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილია 2023 წლის 8-14 ოქტომბრამდე   პერიოდში,   საჭიროა   კომისიის     2023 წლის     6 ოქტომბრის   №   გ-23-7/459 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის დროული გასწორება, შესაბამისად კომისიამ 2023 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა  კომისიის  №   60 დღის  წესრიგის  პროექტი,  რომელშიც  შეტანილ  იქნა საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის    2023 წლის    6 ოქტომბრის  №  გ-23-7/459 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხი და სხდომა აღნიშნული საკითხის განხილვის მიზნით გაიმართა 2023 წლის 9 ოქტომბერს 14:00 საათზე.

საქართველოს ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის  შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში  გაასწოროს  ტექნიკური,  აგრეთვე  გამოთვლის  დროს დაშვებული შეცდომები. ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის   გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2023 წლის 6 ოქტომბრის № გ-23-7/459 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში  380.0125 მჰც სიხშირის ნაცვლად ჩაიწეროს სიხშირე - 407.100 მჰც.

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირის კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

3.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის   აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები