წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-23-19 / 485

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 20, 2023 15:18

მიღების თარიღი ოქტომბერი 19, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014  წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“  (რეგისტრირებულია  მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ 2000 წლის 25 სექტემბერს, რეგ. №06/4-464; ს.კ. №203829250) კომისიას მიმართა განცხადებებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2975, 18.09.23 და №შ-23-1/3245, 11.10.2023) და მოითხოვა სატელევიზიო სიგნალების გავრცელებაში ხარვეზებისა და წყვეტების აღმოსაფხვრელად, წარმოდგენილი  ტექნიკური პარამეტრების  გათვალისწინებით,  ცვლილების შეტანა კომისიის  2014 წლის  6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებაში , კერძოდ, გადაწყვეტილების დანართის მე-2 სტრიქონის შემდეგნაირად ჩამოყალიბება:

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2014 წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილებით, შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ მიენიჭა რადიოსარელეო სიხშირეები საქართველოს ტერიტორიაზე, რადიოსარელეო  სადგურების ფუნქციონირებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სიგნალის ციფრული მიწისზედა სატელევიზიო  ქსელით გასავრცელებლად. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მე-2  სტრიქონის თანახმად შპს  „საქართველოს ტელერადიოცენტრი“ ფლობს სარელეო სიხშირეებს თბილისი კოჯორის მიმართულებით შემდეგი ტექნიკური პარამეტრებით:

კომისიამ შეისწავლა  შპს  „საქართველოს  ტელერადიოცენტრის“  მოთხოვნა  და  კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი დასკვნის საფუძველზე (№23-10-1895, 16.10.2023) აღნიშნავს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებების შეტანა კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებებში და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“   მიენიჭოს მოთხოვნილი სიხშირული რესურსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და კომისიის 2014 წლის06 მარტის №121/13 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2014   წლის 6 მარტის №121/13 გადაწყვეტილების დანართში და აღნიშნული დანართის მე-2  სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. შოვნაძე) გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. დაევალოს შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს

„საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  №64)  შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე) და იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები