„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-22-21 / 509 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-23-19 / 544

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 11, 2023 16:44

მიღების თარიღი ნოემბერი 30, 2023

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ კომისიის № გ-22-21 / 509 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

I. საქმის აღწერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე  მოსმენილი იქნა კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2023 წლის ბიუჯეტის ზოგიერთ მუხლში ცვლილების საჭიროების შესახებ.

საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ინფორმაციით კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლების გათვალისწინებით 2023 წლის ბიუჯეტში უნდა გაიზარდოს რეგულირების საფასურის შემოსავლების გეგმა 1,687,766 ლარით, ხოლო  რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსის შემოსავალი 545,021 ლარით. აღნიშნული მატება გამოწვეულია, ერთი მხრივ, ავტორიზებული/ლიცენზირებული პირების შემოსავლების ზრდით, ხოლო მეორე მხრივ, ავტორიზებული პირების  მიერ  რადიოსიხშირული და ნუმერაციის რესურსების მოხმარების მატებით.  ასევე  ცვლილება არის განსახორციელებელი სხვა შემოსავლებში (საპროცენტო შემოსავლები), რომელიც გეგმასთან შედარებით გაიზარდა 473,214 ლარით.

2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო ხარჯების შესაბამისად ცვლილება განიცადა ხარჯვითმა კატეგორიებმაც, რაც ძირითადად შეეხო კაპიტალურ დანახარჯებს, შრომის ანაზღაურების ხარჯს,  მივლინების ხარჯებს, მომსახურეობის ხარჯებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარჯებს, წარმომადგენლობით ხარჯებს, მედიაწიგნიერების ხარჯებს და სხვა ხარჯებს.  ასევე ცვლილება განიცადა ააიპ  მედიააკადემიის ხარჯების ბიუჯეტმაც: კაპიტალურმა დანახარჯებმა, შრომის ანაზღაურების ხარჯებმა და ადმინისტრაციულმა და საოპერაციო ხარჯებმა.

II. სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება

1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

2.„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, კომისია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს და აქვეყნებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახულია კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიისა და მისი აპარატის სახელფასო უზრუნველყოფის ხარჯები, აგრეთვე შემოსავალი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის ბიუჯეტს ქმნის რეგულირების საფასური, ამ კანონით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.

როგორც აღინიშნა, კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის, ნათია დევდარიანის ინფორმაციით 2023 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებისა და მომავალი 3 თვის საპროგნოზო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით არსებობს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ააიპ მედიააკადემიის 2023 წლის ბიუჯეტის  განხილვისა  და  დამტკიცების  შესახებ“ კომისიის  გადაწყვეტილებაში  (გ-21-21/724, 31.12.2021) ცვლილების შეტანის საჭიროება.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:

1.შევიდეს  ცვლილება  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  და ააიპ მედიააკადემიის 2023 წლის ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების შესახებ“ № გ-22-21/509 გადაწყვეტილებაში და სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს კომისიის 2023 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:

2. დამტკიცდეს ააიპ მედიააკადემიის 2023 წლის ბიუჯეტი შემდეგი სახით:


2.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,№64) მისი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე  (www.comcom.ge)  გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

5.გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის უფროსს (ო. ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე             თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე        წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები