წვდომის მენიუ

შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის №გ-21-1/511 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-23-2 / 161

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 07, 2023 15:20

მიღების თარიღი აპრილი 06, 2023

შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის №გ-21-1/511 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინმა“   (ს/კ 406262066) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/1011, 27/03/2023) მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს სპეციალიზებული (გასართობი/მოდა) ტელემაუწყებლობის ნაცვლად საერთო ტელემაუწყებლობის განხორციელება. კომპანია საერთო ტელემაუწყებლობის დაწყებას გეგმავს 2023 წლის პირველი მაისიდან.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის №გ-21-1 / 511 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5117, 16/09/2021), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი/მოდა) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (სს „სილქნეტის“ და შპს „მაგთიკომის“ ქსელის საშუალებით);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა - 01.11.2021;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451   მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისიის 2023 წლის 6 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ წარმომადგენელი დათუნა ზაზაძე. კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა ავტორიზაციის მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ მაუწყებლობის  ავტორიზაციის  (BR-5117,  16/09/2021)  მოდიფიცირება  და  მაუწყებლობის ქვესახეობის შეცვლა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451  მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინის“ (ს/კ 406262066)  მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5117, 16/09/2021), შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 16 სექტემბრის №გ-21-1/511 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;“

2. შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში  ცვლილებების  შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია,  უზრუნველყოს  ავტორიზაციით  განსაზღვრული  საქმიანობის  განხორციელების დაწყებამდე   10   დღით   ადრე   კომისიისთვის   პროგრამების   გავრცელების   უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს: ა)   სათანადო   მონაცემების   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინისთვის“გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სატელევიზიო და პროდიუსერების სკოლა პრაიმ ტვ პრაიმ ლაინისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2023 წლის პირველი მაისიდან;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   პირველი   და   მე–2   პუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები