შპს „ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2023 19:52
მიღების თარიღი მაისი 25, 2023
შპს „ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტვ.პლუსმა“ (ს/ნ 427742222) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/1725,17/05/2022) მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს„ტვ.პლუსს“ სურს 2023 წლის პირველი ივნისიდან გავრცელდეს შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. კომპანია ითხოვს მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის 12 საათამდე გაზრდასაც. კომისიაში ასევე შემოსულია შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/1714, 18/05/2023) შპს „ტვ პლიუსის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ.პლუსმა“ კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებით გაიარა ავტორიზაცია მაუწყებლობის სფეროში. კომპანიას საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2022 წლის 20 ივნისიდან 2023 წლის 12 იანვრამდე. 2023 წლის 12 იანვარს კომპანიას საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე განუახლდა მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია (BR-5119,07/04/2022), ხოლო 2023 წლის 20 იანვარს კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება №გ-23-3/18 შპს „ტვ.პლუსის“ ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის განახლების თარიღი: 2023 წლის 2 თებერვალი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა12 საათი უნდა იყოს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
კომისიის 2023 წლის 25 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს„ტვ.პლიუსის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირებისდამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს„ტვ.პლიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5119, 07/04/2022), მოდიფიცირება, კერძოდ მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უნდა დაემატოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი), მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 12 საათი,
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს„ტვ.პლუსის“ (ს/ნ 427742222) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5119,07/04/2022), შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 7 აპრილის №გ-22-1/162 გადაწყვეტილებაში და:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;“ ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტს დაემატოს ვ.გ) ქვეპუნქტი:
„ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი);“
გ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს ზ.გ) ქვეპუნქტი:
„ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);“
დ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით და ინტერნეტით მაუწყებლობა 2023 წლის 2 თებერვლამდე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2023 წლის პირველ ივნისამდე;“
2. შპს „ტვ.პლიუსი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ)თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტვ.პლიუსისთვის“ გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს„ტვ.პლიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ტვ.პლიუსისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი