წვდომის მენიუ

შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-23-2 / 261

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 15:44

მიღების თარიღი ივნისი 08, 2023

შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში   ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ  კომისიას მიმართა შპს „მედია ჯგუფმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/919, 21.03.2023), კერძო რადიომაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „მედია ჯგუფი“ ითხოვს ქ. რუსთავში ზემოაღნიშნული  ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსადგურის განთავსების გეოგრაფიული  კოორდინატების  ცვლილებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებულ  გეოგრაფიულ  კოორდინატებზე,  არსებული  საკომუნიკაციო  ანძა, წარმოადგენს კერძო  საკუთრებას,  მეპატრონე  თავად  განაგებს  იჯარის  ფინანსებს,  რაც  შპს  „მედია ჯგუფისთვის“ მიუღებელია.  ასევე,  ანძის  მეპატრონეს  აქვს  საკუთარი  რადიო,  რაც  უფრო  მეტ პრობლემას ქმნის.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს  „მედია  ჯგუფი“  ფლობს  კერძო  რადიომაუწყებლობის  № B169 ლიცენზიას კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1, 2015 წლის 12 ნოემბრის №685/5 და 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22  გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2024 წლის 9 ოქტომბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, აზერბაიჯანული;

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. რუსთავი

 

100.6

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

41°33'42"N

44°58'41"E

 

35

 

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2023 წლის 4 მაისის კომისიის №გ-23-23/207 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მედია ჯგუფის“ კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 8 ივნისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2023 წლის 8 ივნისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“ წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№შ-23-10-803, 02.05.2023) თანახმად პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით განხორციელდა თეორიული გაანგარიშება როგორც ლიცენზიით განსაზღვრული, ასევე მოთხოვნილი წერტილიდან გასხივებული რადიოსიგნალით შექმნილი სამაუწყებლო ზონების დაფარვის პროგნოზირება. მოდელირების შედეგების შესაბამისად დადგინდა, რომ შეცვლილი გეოგრაფიული ადგილიდან რადიოსადგურის სამოქმედო ზონა პრაქტიკულად არ იცვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2023 წლის 8 ივნისის კომისიის სხდომა დაასახელა.

კომისიის 2023 წლის 8 ივნისის სხდომას ესწრებოდა შპს „მედია ჯგუფის“ წარმომადგენელი ირაკლი ბანძელაძე. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „მედია ჯგუფის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B169 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  177- ე  მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „მედია ჯგუფის“ (ს/კ 406146424) კერძო მაუწყებლობის №B169 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2014 წლის 9 ოქტომბრის №568/1 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდულაცია

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. რუსთავი

 

100.6

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

41°34'24.7"N

45°00'41.6"E

 

15

 

5

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „მედია ჯგუფისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „მედია ჯგუფისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე-3 პუნქტისა) დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები