შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 10, 2023 14:33
მიღების თარიღი ივლისი 06, 2023
შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართა შპს „სფერო ნიუსმა“ (ს/ნ 402210843) (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2139, 30/06/2023 და № შ-23-7/2197, 05/07/2023) მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, შპს „სფერო ნიუსს“ სურს 2023 წლის 31 ივლისიდან გავრცელდეს შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. კომპანია ითხოვს მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობის 12 საათამდე გაზრდასაც. კომისიაში ასევე შემოსულია შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/2183, 05/07/2023) შპს „სფერო ნიუსის“ სატელევიზიო კონტენტის გავრცელების მზაობის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სფერო ნიუსი“ კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილების შესაბამისად ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5120,11/08/2022), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა)მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა)ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2023 წლის 11 მაისი;
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათი უნდა იყოს.
კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.
კომისიის 2023 წლის 6 ივლისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „სფერო ნიუსის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „სფერო ნიუსის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5120, 11/08/2022), მოდიფიცირება, კერძოდ მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უნდა დაემატოს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი), მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად უნდა განისაზღვროს 12 საათი,
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 382-ე მუხლის მე-2 და 451 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მოდიფიცირდეს შპს„სფერო ნიუსის“ (ს/ნ402210843) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5120,11/08/2022), შევიდეს ცვლილება კომისიის 2022 წლის 11 აგვისტოს №გ-22-1/352 გადაწყვეტილებაში და:
ა)გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ე) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;“ ბ) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ) ქვეპუნქტს დაემატოს ვ.გ) ქვეპუნქტი:
„ვ.გ)ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს„ტელეკომპანია ეგრისის“ სენაკის მულტიპლექსი);“
გ)გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) ქვეპუნქტს დაემატოს ზ.გ) ქვეპუნქტი:
„ზ.გ)ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);“
დ)გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ)მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით და ინტერნეტით მაუწყებლობა 2023 წლის 11 მაისამდე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2023 წლის 31 ივლისამდე;“
2.შპს „სფერო ნიუსი“ ვალდებულია:
ა)დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ)დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ)თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ)კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3.დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:
ა)სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);
ბ)ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);
4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სფერო ნიუსისთვის“ გაგზავნა;
ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „სფერო ნიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „სფერო ნიუსისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი