წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-23-2 / 371

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2023 15:21

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2023

შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით   მიმართა   შპს  „ტელე-რადიო კომპანია   თრიალეთმა“   (ს/კ   240885654  ) (კომისიაში რეგისტრაციის  №შ-23-6/ 2390,  24.07.2023 და  №შ-23-7/2472 31.07.2023) სატელევიზიო არხის ბრენდული სახელწოდებით „ტელეკომპანია თრიალეთის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-86,  14.07.2015) მოდიფიცირების  შესახებ.  კერძოდ,  კომპანიას  სურს  გავრცელდეს  სს  „ქვემო ქართლის ტელე-რადიო    კომპანიის“    კუთვნილი    რუსთავის    მულტიპლექსის    მეშვეობით ავტორიზაციის გავლისთანავე.  ხელმისაწვდომობა  მულტიპლექსპლატფორმით  გავრცელებისას იქნება უფასო. კომისიაში ასევე წარმოდგენილია სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (ს/კ

216335838) წერილი შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ სატელევიზიო კონტენტის რუსთავის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით გავრცელების მზაობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს,   რომ   შპს  „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-86, 14.07.2015), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი, თრიალეთის მულტიპლექსი;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო);

ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო;

ზ.გ)ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად  ავტორიზაცია,  ავტორიზაციის   პირობების    მოდიფიცირება   და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისიის  2023  წლის 3 აგვისტოს სხდომას  არ  ესწრებოდა  შპს  „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-86, 14.07.2015) მოდიფიცირება და  ციფრული  მიწისზედა  სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას     უფასო     ხელმისაწვდომობით     უნდა     დაემატოს (რუსთავის მულტიპლექსი).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451  მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთის“ (ს/კ 240885654) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-86, 14.07.2015) და:

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - რუსთავის მულტიპლექსი;

ბ) რუსთავის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2023 წლის 3 აგვისტო;

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა)   სათანადო   მონაცემების   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ გაგზავნა;

ბ)    აღნიშნული    გადაწყვეტილების    კომისიის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტელე-რადიო კომპანია თრიალეთისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   პირველი   და   მე–2   პუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები