წვდომის მენიუ

შპს „ხარისხის არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: გ-23-2 / 84

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2023 16:21

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2023

შპს „ხარისხის არხის“  მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ხარისხის არხმა“ (ს/კ 404426215) (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/430  08.02.2023)  მაუწყებლობის  ავტორიზაციის (BR-982, 26.10.2012)  მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს გავრცელდეს სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ კუთვნილი ბოლნისის მულტიპლექსის მეშვეობით 2023 წლის 20 თებერვლიდან. ხელმისაწვდომობა მულტიპლექსპლატფორმით გავრცელებისას იქნება უფასო. კომისიაში ასევე შემოსულია სს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ (ს/კ 216335838) წერილი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/431, 08.02.2023) შპს „ხარისხის არხის“ სატელევიზიო კონტენტის ბოლნისის მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით გავრცელების მზაობის შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ხარისხის არხი“ მაუწყებლობაზე ავტორიზებულია (BR-982, 26.10.2012), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა: ქართული, ინგლისური, რუსული;

ე) მაუწყებლობის ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი: ბათუმის მულტიპლექსი, ზუგდიდის მულტიპლექსი, სენაკის მულტიპლექსი, რუსთავის მულტიპლექსი, მარნეულის მულტიპლექსი, ჩხოროწყუს მულტიპლექსი, წალენჯიხის მულტიპლექსი;

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ვ.გ) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ. მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური  სადგურები - უფასო; ზ.გ)ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ)მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.  ამავე კანონის 451   მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად თუ ავტორიზებულ პირს განზრახული აქვს ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირება, ავტორიზებული პირი ვალდებულია აღნიშნული 7 სამუშაო დღით ადრე შეატყობინოს კომისიას. ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ავტორიზებული საქმიანობის, მათ შორის, სახეობის, მოდიფიცირების თაობაზე მონაცემები შეიტანება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

კომისიის 2023 წლის 16 თებერვლის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ხარისხის არხის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „ხარისხის არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-982, 26.10.2012) მოდიფიცირება და  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიას უნდა დაემატოს (ბოლნისის მულტიპლექსი) ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის მე-2 და 451  მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „ხარისხის არხის“ (ს/კ 404426215) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-982, 26.10.2012) და:

ა) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგიად და აღნიშნულის შესაბამისად სავარაუდო გეოგრაფიულ არეალად დამატებით განისაზღვროს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ბოლნისის მულტიპლექსი;

ბ) ბოლნისის მულტიპლექსით მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2023 წლის 20 თებერვლამდე;

2. შპს „ხარისხის არხი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში  ცვლილებების  შეტანის  შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია,  უზრუნველყოს  ავტორიზაციით  განსაზღვრული  საქმიანობის  განხორციელების დაწყებამდე   10   დღით   ადრე   კომისიისთვის   პროგრამების   გავრცელების   უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

3. დაევალოს კომისიის იურიდიულ დეპარტამენტს:

ა)   სათანადო   მონაცემების   კომისიის   ავტორიზებულ   პირთა   უწყებრივ   რეესტრში   შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ხარისხის არხისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ხარისხის არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი შპს „ხარისხის არხისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   პირველი   და   მე–2   პუნქტების   შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები