წვდომის მენიუ

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

ნომერი: გ-23-21 / 243

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2023 17:50

მიღების თარიღი მაისი 25, 2023

სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ 2022 წლის ბიუჯეტების მუხლების ფაქტიური შესრულების შესახებ

I. აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის  ნათია დევდარიანის ინფორმაცია 2022 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ.

კომისიამ   2022   წელს   ფაქტური   ჯამური   შემოსავალის   სახით   მიიღო 14,880,109 ლარი, რომელიც კატეგორიების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი სახით:

კომისიის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების „სხვა შემოსავლების“ მუხლი მოიცავს საპროცენტო შემოსავლებს.

კომისიის 2022 წლის ფაქტიურმა ხარჯებმა შეადგინა 12,888,477 ლარი:

 

ააიპ „მედიააკადემიამ“ (შემდგომში „მედიააკადემია“) 2022 წლის განმავლობაში კომისიისგან მიზნობრივი  დაფინანსების  სახით  მიიღო 1,926,804  ლარი.  დამატებით გაეროს ბავშვთა ფონდისგან  (UNICEF), პროექტის „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის“ ფარგლებში  გრანტის  სახით  (სხვა  შემოსავლები)  მიიღო 36,000 ლარი, რომელიც სრულად გაიხარჯა პროექტის ფარგლებში დაქირავებული პერსონალის შრომის ანაზღაურების მიზნით.

მედიააკადემიის 2022 წლის ფაქტიურმა ხარჯებმა კომისიის მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში შეადგინა 1,926,804 ლარი:

შესაბამისად ააიპ მედიააკადემიის 2022 წლის ჯამურმა ხარჯებმა (გაეროს ბავშვთა ფონდისგან (UNICEF)  დაფინანსებული  პროექტის გათვალისწინებით) შეადგინა1,962,804 ლარი.

II. სარეზოლუციო ნაწილი

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   ცნობად   იქნას   მიღებული   კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო- საბიუჯეტო ჯგუფის უფროსის ნათია დევდარიანის ინფორმაცია კომისიის და  მედიააკადემიის 2022 წლის ბიუჯეტების მუხლების  ფაქტიური შესრულების შესახებ;

2.  დამტკიცდეს   კომისიის   2022   წლის   ბიუჯეტის   ფაქტიური შესრულებისმაჩვენებლები:

3. დამტკიცდეს მედიააკადემიის 2022 წლის ბიუჯეტის ფაქტიური შესრულების მაჩვენებლები:

 

4.  გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს   ქ.  თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები