საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-23-21 / 413

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 30, 2023 12:33

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2023

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების    ეროვნული    კომისია    (შემდგომში    „კომისია“)  აღნიშნავს,  რომ „მაუწყებლობის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ “ საქართველოს  კანონების  შესაბამისად , კომისია  გასცემს  ლიცენზიებს , ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება  ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ასევე კომისიის კომპეტენციაა.

„მკაცრი აღრიცხვის    ფორმების    შესახებ”    საქართველოს    კანონის    მე-4    მუხლის    თანახმად სამართალსუბიექტი ვალდებულია    საქართველოს    ეკონომიკისა    და    მდგრადი    განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალ  საჯარო  სამართლის  იურიდიულ  პირში   – სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ   პირთან   −   განათლების   ხარისხის   განვითარების   ეროვნულ   ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმის ნიმუში (პროექტი) და საქართველოს  განათლებისა  და   მეცნიერების  სამინისტროსთან  შეთანხმებული  სხვა  მკაცრი აღრიცხვის ფორმის  ნიმუში  (პროექტი).  ხოლო,  ამავე  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად,  მკაცრი აღრიცხვის ფორმების  ნუსხასა  და  რეგისტრაციის  წესს  ამტკიცებს  საქართველოს  ეკონომიკისა  და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საქართველოს ეკნომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების  რეგისტრაციის  წესისა  და  მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ 2020 წლის 31 აგვისტოს N1-1/345 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ლიცენზიისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმები განეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის ფორმებს.

კომისიაში განხორციელდა რებრენდინგი, მათ შორის შეიცვალა კომისიის ლოგო. შესაბამისად, საჭირო გახდა ლიცენზიის  ფორმებში  და  ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა  ოქმის  ფორმასა  და შინაარსში გარკვეული  რეკვიზიტების,  ფორმის,  სიმბოლოების  და  დამცავი  ნიშნების  ცვლილება. აღნიშნულიდან გამომდინარე,   დამტკიცდა   კერძო   მაუწყებლობის,   სათემო   მაუწყებლობის   და რადიოსიხშირული სპექტრით    სარგებლობის    სალიცენზიო    მოწმობების    ახალი    ფორმები    და ადმინისტრაციული სამართალდარღევის ოქმი.

„მკაცრი აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით და შესაბამისი სამართალსუბიექტების მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 28 აპრილის   N172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე, კომისიაში განხორციელებული სხვადასხვა ცვლილებების, მათ შორის, კომისიაში სტრუქტურული ერთეულების სახელწოდებების ცვლილებებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე ან/და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთა ცვლილების, ასევე, მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში ცვლილების შეტანის აუცილებლობის  გათვალისწინებით, ვეღარ პასუხობს არსებულ მოთხოვნებს და საჭიროებს განახლებას. შესაბამისად, ფორმების რეგისტრაციის წარმოების აუცილებლობისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის სრულყოფის მიზნით, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, ძალადაკარგულად გამოცხადდეს  კომისიის  2006  წლის  28  აპრილის  N172/22  გადაწყვეტილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ და დამტკიცდეს ახალი მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 54-ე, 61- ე მუხლის პირველი  პუნქტის და   76-ე მუხლის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-8 მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონების მე-8 მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად,

გაწყვიტა:

1.    დამტკიცდეს   საქართველოს   კომუნიკაციების   ეროვნულ   კომისიაში   მკაცრი   აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი  (თან ერთვის);

2.    ძალადაკარგულად  იქნას  ცნობილი  „საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულ  კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2006 წლის 28 აპრილის  N172/22 გადაწყვეტილება;

3.    გადაწყვეტილება     ძალაში     შევიდეს     მისი     კომისიის     ვებგვერდზე     (www.comcom.ge)

გამოქვეყნებისთანავე;

4.  დაევალოს  კომისიის  ადმინისტრაციას  (ო.ვოტ)  გადაწყვეტილების  კომისიის  ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში (მისამართი, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის  ხეივანი, №64) გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები