საკვალიფიკაციო საბჭოსა და საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე

ნომერი: გ-23-21 / 572

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2023 16:20

მიღების თარიღი დეკემბერი 14, 2023

საკვალიფიკაციო საბჭოსა და საკვალიფიკაციო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების VII1 თავის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში„კომისია“) დაადგინა „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესი“.

არსებული წესის შესაბამისად, კომისიის 2005 წლის 6 მაისის N294/22 გადაწყვეტილებით შეიქმნა და განისაზღვრა საკვალიფიკაციო საბჭოს შემადგენლობა.

ახალი რადიოსისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვამ, ასევე ეროვნულ დონეზე სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების სპეციფიკურმა მოთხოვნებმა, განაპირობა „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესში“ შესაბამისი ცვლილების განხორციელება.

კომისია აღნიშნავს, რომ „საქართველოს  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2003 წლის 27 ივნისის  №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ “ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2023 წლის 20 ივლისის  N4 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესში“.აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის  განსაზღვრის მიზნით შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების საბჭოს შემადგენლობა ნაცვლად 6 წევრისა, განისაზღვრა 5 წევრით: კომისიის სამი წარმომადგენლით და ორი რადიომოყვარულით.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის 2003 წლის  27 ივნისის  №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შემდეგ  დადგა  საჭიროება  დამტკიცდეს საკვალიფიკაციო საბჭო ახალი შემადგენლობით და საკვალიფიკაციო საბჭოს დებულება. ამასთან, ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს„რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 6 მაისის N294/22 გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების 511 მუხლის „ს“ ქვეპუნქტისა და 5111 მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.დამტკიცდეს საკვალიფიკაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა)გიორგი პაპავა-კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსი;

ბ)ზაზა გონჯილაშვილი-კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის წამყვანი ანალიტიკოსი;

გ)თემურ ძაგნიძე-კომისიის აპარატის მრჩევლთა საბჭოს კონსულტანტი;

დ)მამუკა კორძახია-რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი;

ე) ავთანდილ ჯიქია-რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარე. “

2.დამტკიცდეს საკვალიფიკაციო საბჭოს დებულება თანდართული სახით;

3.ძალადაკარგულად იქნას ცნობილი „რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 6 მაისის N294/22 გადაწყვეტილება.

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება.

5.გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;

7.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების  შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიების დეპარტამენტს (ა. ქარუმიძე).

ვახტანგ  აბაშიძე               თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე          წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები