საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 26, 2023 17:49
მიღების თარიღი იანვარი 26, 2023
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2023 წლის 26 იანვარს, 11:00 საათზე კომისიაში (მისამართი: თბილისი ქეთევან წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18, მე-2 სართული), „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ (შემდგომში „კომისიის დებულება“) მე–3 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნების დანიშვნის შესახებ კომისიის 2023 წლის 20 იანვრის Nგ-23-22/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩატარდა კომისიის თავმჯდომარის არჩევნები. არჩევნების შედეგების მიხედვით, 5 (ხუთი) ხმით კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა კომისიის წევრი - კახი ბექაური. არჩევნების დასრულებისთანავე, კომისიის 2023 წლის 20 იანვრის Nგ-23-22/8 გადაწყვეტილების შესაბამისად შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ შედგენილ იქნა კენჭისყრის ოქმი, რომელიც ამავე გადაწყვეტილების მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნების შედეგების დამტკიცების მიზნით, წარედგინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-15 პუნქტის, 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების“ მე–3 მუხლის, კომისიის 2023 წლის 20 იანვრის Nგ-23-22/8 გადაწყვეტილების მე-11 პუნქტისა და 2023 წლის 26 იანვრის კენჭისყრის ოქმის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დამტკიცდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ კახი ბექაურის არჩევა, კომისიის 2023 წლის 20 იანვრის Nგ-23-22/8 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ წარმოდგენილი კენჭისყრის ოქმის საფუძველზე;
2. კომისიის 2023 წლის 20 იანვრის Nგ-23-22/8 გადაწყვეტილებით შექმნილი ხმის დამთვლელი კომისიის მიერ 2023 წლის 26 იანვრის კენჭისყრის ოქმი ცნობილ იქნას ამ გადაწყვეტილების განუყოფელ ნაწილად;
3. კახი ბექაურის, როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2023 წლის 03 თებერვლიდან მისი კომისიის წევრობის ვადით;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
კენჭისყრის ოქმი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში
