წვდომის მენიუ

სს „სიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 258

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 15:59

მიღების თარიღი ივნისი 08, 2023

სს „სიაკომისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს „სიაკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/1861, 01.06.2023) „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად  ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ სს „სიაკომის“ ავტორიზაციის  დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, განცხადების ფორმაში უნდა იყოს შევსებული გრაფა - „საწარმოს წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების  მქონე  სხვა  პირი“,  ვინაიდან  კომპანიას წარმოდგენილი აქვს მინდობილობა თამარ დონაძის (პ/ნ  01011015495) სახელზე. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში ავტორიზებადი  საქმიანობის კატეგორიებში გაუგებარია, თუ რა საქმიანობებზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის   თანდართული   დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის   სრულყოფილად   წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით  მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიამ,  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. სს  „სიაკომს” (ს/კ 402198643) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-23-7/1861, 01.06.2023) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ  განხორციელდება.  ავტორიზაციის  განუხორციელებლობა  არ  ართმევს  პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს სს „სიაკომისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების სს „სიაკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) სს „სიაკომისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები