შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 321

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 14, 2023 13:51

მიღების თარიღი ივლისი 13, 2023

შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის№შ-23-7/2270,12.07.2023) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ინტერკონექტ  ვოიპ  სოლუშენსის“  ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება, ასვე ავტორიზებადი საქმიანობის  კატეგორიებში გაუგებარია, თუ რა საქმიანობებზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენს“ (ს/კ404673698) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/2270, 12.07.2023) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს„ინტერკონექტ ვოიპ სოლუშენსისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

 

6.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე           თავმჯდომარე - მ.შ.

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები