წვდომის მენიუ

შპს „ვიჯიესნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 43

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 04, 2023 0:20

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

შპს „ვიჯიესნეტისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას  განცხადებით  მიმართა  შპს  „ვიჯიესნეტმა“ (კომისიაში  რეგისტრაციის №შ-23-7/239,31.01.2023) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ვიჯიესნეტის“ ავტორიზაციის დეკლარაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, კერძოდ, არ არის შევსებული დამფუძნებლის ველი, ასევე განცხადების ფორმაში არ არის შევსებული ვებ-გვერდის ველი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში არ არის წარმოდგენილი ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიები, თუ რაზე სურს კომპანიას ავტორიზაციის გავლა, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება და დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის 5-დღიან ვადას. ამ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შპს „ვიჯიესნეტს“ (ს/კ405593228) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/239,

31.01.2023) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

 

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ვიჯიესნეტისთვის გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ვიჯიესნეტისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                    წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები