შპს „აიტი ალიანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

ნომერი: გ-23-22 / 491

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 27, 2023 13:43

მიღების თარიღი ოქტომბერი 26, 2023

შპს „აიტი ალიანსისთვის“ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „აიტი ალიანსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-2 3-7/3395, 24.10.2023) „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   შესაბამისად ავტორიზაციის გავლის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს,  რომ  შპს  „აიტი ალიანსის“  ავტორიზაციის  დეკლარაცია  არ  არის სრულყოფილად წარმოდგენილი,  კერძოდ,  არ  არის  შევსებული  ვებ-გვერდის  ველი.  საწარმოს რეგისტრაციის პარამეტრებში არ არის სწორად  შევსებული  საიდენტიფიკაციო  კოდის  ველი. ავტორიზაციის განცხადების თანდართულ დოკუმენტებში არ არის  წარმოდგენილი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის წესდება/სადამფუძნებლო შეთანხმება და  დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი. ავტორიზებადი საქმიანობის კატეგორიებში გაუგებარია, თუ როგორ აპირებს კომპანია  WIMAX ტექნოლოგიით მომსახურების მიწოდებას, როდესაც კომპანია არ ფლობს სიხშირულ რესურსს, ასევე ქსელის აღწერილობაში კომპანიას არ აქვს მონიშნული შესაბამისი ელემენტები.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად თუ დეკლარაციის   თანდართული   დოკუმენტები წარმოდგენილია არასრულყოფილად, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს გადაწყვეტილებით განუსაზღვრავს დოკუმენტაციის   სრულყოფილად   წარმოდგენის   5-დღიან   ვადას.   ამ   ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს  უფლებას, განმეორებით  მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის. თუკი დეკლარაციის მიღებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადას, პირი ჩაითვლება ავტორიზებულად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის  გათვალისწინებით,  კომისიამ,  „ელექტრონული  კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. შპს „აიტი ალიანსს“ (ს/კ438729654) ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გავლის თაობაზე კომისიაში წარმოდგენილი განცხადების (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/3395, 24.10.2023) და მასზე თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის მიზნით მიეცეს 5 დღის ვადა;

2. კომისიის   მიერ   განსაზღვრულ   ვადაში   დოკუმენტაციის   წარმოუდგენლობის   შემთხვევაში ავტორიზაცია არ  განხორციელდება.  ავტორიზაციის  განუხორციელებლობა  არ  ართმევს  პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისთვის;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „აიტი ალიანსისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „აიტი ალიანსისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „აიტი ალიანსისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები