კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2023 18:05
მიღების თარიღი იანვარი 25, 2023 18:05
2023 წლის 25 იანვარს 18:00 საათზე დასრულდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაცია 23 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით (სამი სამუშაო დღე) მიმდინარეობდა. თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ერთმა კანდიდატმა კახი ბექაურმა 24 იანვარს გაიარა.
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნები 2023 წლის 26 იანვარს 11 საათზე გაიმართება. კანონმდებლობის შესაბამისად კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით.
