„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2023 17:45
მიღების თარიღი მაისი 25, 2023
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულიკომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში ცვლილების განხორციელების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილების VII1 თავის შესაბამისად, კომისიამ დაადგინა „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესი“.
ახალი რადიოსისტემებისა და ტექნოლოგიების დანერგვამ, ასევე ეროვნულ დონეზე სამოყვარულო რადიოსადგურების გამოყენების სპეციფიკურმა მოთხოვნებმა, განაპირობა „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესში“ შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.
ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების, ასევე ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიორეგლამენტის შესაბამისად, მომზადდა „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესში“ განსახორციელებელი ცვლილების პროექტი.
კომისია აღნიშნავს, რომ „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესში“ განსახორციელებული ცვლილების დოკუმენტი ითვალისწინებს: რადიომოყვარულთა დამწყები და პროფიონალური კვალიფიკაციის მქონე კატეგორიებისთვის ერთიანი უნიკალური სახმობი ნიშნის მინიჭებას, მოქმედი წესის CEPT-ის მოთხოვნებთან ჰარმონიზებას, სამოყვარულო რადიოკავშირისთვის გამოსაყენებელი დიაპაზონების განახლებას და ა.შ. შესაბამისად, ცვლილება შედის დადგენილების დანართ N8-ში და ემატება დანართი N10.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.
„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) წინამდებარე წესის შესაბამისად საჯარო კონსულტაციებს გამართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებისას. ამდენად, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მისაღებად გამართული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კომისიამ უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები, რაც გულისხმობს, რომ კომისიის მიერ მომზადებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცემა წერილობითი კომენტარების, მოსაზრებების, შენიშვნების, განცხადებების ან/და წინადადებების (შემდგომში - კომენტარების) წარდგენის შესაძლებლობა. დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი კომენტარები კომისიის პასუხებთან ერთად საჯაროდ გამოქვეყნდება დადგენილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ვადად უნდა განისაზღვროს 3 თვე, რათა დადგენილების პროექტში შემავალი საკითხების სირთულის გათვალისწინებით კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა სათანადოდ შეისწავლოს დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილი კომენტარები და საჭიროებისამებრ გამართოს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან.
კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 და 1065 მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესების“ მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1 დადგენილებაში, ცვლილების შეტანის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის დადგენილების მიღების მიზნით;
2. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები;
3. საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N 1დადგენილებაში, „სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კომუნიკაციების კომისიის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარდგენის ვადად განისაზღვროს 2023 წლის 6 ივლისი. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე post@comcom.ge.
4. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2023 წლის 20 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
5. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება, მომზადებული დადგენილების პროექტი და განმარტებითი ბარათი, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთანავე;
ბ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილება ძალაშია კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
8. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
9. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარატამენტს (ა. ქარუმიძე).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
