შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2023 15:20
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2023
შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგი“ (ს/ნ 405179925) ფლობს კერძო მაუწყებლობის №B110 ლიცენზიას კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2031 წლის 28 ოქტომბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
|
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
|
ქ. თბილისი |
98.5 |
FM |
V |
წრიული |
1000 |
41°41'44"N 41°47'05"E |
230 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის №გ-22-3/476 გადაწყვეტილებით მოქმედების ვადა შეუჩერდა შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიას სალიცენზიო დავალიანების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 თვისა. აღნიშნული გადაწყვეტილებით შპს „ჰამბურგს“ აეკრძალა ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელება ლიცენზიის მოქმედების განახლებამდე. კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის №გ-22-3/476 გადაწყვეტილება შპს „ჰამბურგს“ ჩაბარდა 2022 წლის 16 ნოემბერს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა სალიცენზიო გადასახდელის (B110 ლიცენზიის ) ჯამური დავალიანება - 7,019.00 ლარის ოდენობით. ასევე კომპანიას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიაში უნდა წარმოედგინა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2023 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით (სამსახურებრივი ბარათი №23-10-342, 16.02.2023) შპს „ჰამბურგს“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არ გადაუხდია სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება - 7,019.00 ლარის ოდენობით და კომისიაში არ წარმოუდგენია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მედიამომსახურების სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა სალიცენზიო პირობების დადგენა, ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება, სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი, სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება, ხოლო ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება; ამავე კანონის 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა კომისია, რომელიც საჯაროობის პრინციპის დაცვით, ამ კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს და ანახლებს ლიცენზიის მოქმედებას, აუქმებს ლიცენზიას, ხოლო 382 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების/ავტორიზაციის შეჩერების ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების უფლება. ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ლიცენზიის მფლობელი ამ ვადაში არ აღმოფხვრის კომისიის მიერ მითითებულ დარღვევას.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ჰამბურგის“ მიერ კომისიის 2022 წლის 10 ნოემბრის №გ-22-3/476 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობით და სალიცენზიო გადასახდელის გადაუხდელობით, სახეზეა ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა და ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ ვადაში კომისიის მიერ მითითებულ დარღვევის აღმოუფხვრელობა რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, 361 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის, 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 71-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჰამბურგის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B110 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2021 წლის 28 ოქტომბრის №გ-21-6/592 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით;
2. ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს 2023 წლის 30 მარტს 15:00 სთ-ზე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰამბურგისთვის“ გაგზავნა;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
