წვდომის მენიუ

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-23-23 / 73

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 17, 2023 17:52

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2023

 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  საქმიანობის  მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის   27    ივნისის №1 დადგენილებაში  ცვლილების  შეტანის  მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 361  მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია გასცემს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს, ხოლო „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება კანონით ან/და ლიცენზიის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, კომისიის მიერ დამტკიცებულია სალიცენზიო მოწმობის ფორმა. ამავდროულად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ასევე კომისიის კომპეტენციაა. თავის მხრივ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის N1 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ დანართი N3-ით დამტკიცებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების თანახმად,   საქმიანობის ლიცენზიებს მიეკუთვნება: კერძო მაუწყებლობის ლიცენზია და  სათემო მაუწყებლობის ლიცენზია. ხოლო, ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზიის ერთ-ერთი სახეა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია.

დღეისათვის მოქმედი სალიცენზიო მოწმობისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის   ოქმის   ფორმა   არის   მოძველებული   (მაგ.   ლიცენზიის   ფორმის შემთხვევაში მასში მითითებულია კომისიის იმ წევრების ვინაობა, რომლებიც აღარ არიან კომისიის წევრები. მით უფრო, რომ მიზანშეწონილი არ არის სალიცენზიო მოწმობის ტიპურ ფორმაში მითითებული იყოს კომისიის წევრების ვინაობა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში - პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ჩამონათვალში არ არის მითითებული პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, რომლის გარეშეც პირის იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია), ასევე როგორც სალიცენზიო მოწმობის, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმებზე არ არის დატანილი კომისიის ლოგო.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე,     საჭიროა ლიცენზიის ფორმებში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმასა და შინაარსში გარკვეული რეკვიზიტების, ფორმის, სიმბოლოების და დამცავი ნიშნების ცვლილება.

კერძოდ, უნდა შეიცვალოს სალიცენზიო მოწმობაში   მისათითებელი ინფორმაცია და სავალდებულოდ უნდა ჩაიწეროს ლიცენზიის ნომერი, ლიცენზიის მფლობელი, ლიცენზიის მოქმედების ვადა, ლიცენზიის გაცემის საფუძველი/სალიცენზიო პირობები და სალიცენზიო მოწმობის გაცემის თარიღი. ლიცენზიის ხელმოწერის ადგილას კი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ხელმომწერი პირების თანამდებობები და არა კონკრეტული სახელები და გვარები, რომლებიც მუდმივად ცვალებადია. ასევე, სალიცენზიო მოწმობებზე დატანილ უნდა იქნეს კომისიის ახალი, მოქმედი ლოგო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმაში გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით განსაზღვრული ოქმში აღსანიშნი ინფორმაცია. ასევე, კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირის იდენტიფიცირების მიზნით, ოქმში, მეტი სიცხადისთვის, დაემატოს სამართალდამრღვევის და მოწმეების პირადი ან/და საიდენტიფიკაციო მონაცემები, რისთვისაც ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“    37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და სამართალდარღვევის ოქმის ფორმა დამტკიცდეს განახლებული სახით.

„მაუწყებლობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-8  მუხლის  მე-2  პუნქტის  თანახმად „კომისიის დადგენილება არის ნორმატიული სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება ამ კანონის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი ნორმატიულ აქტში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება მხოლოდ იმავე სახის ნორმატიული აქტით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად კომისია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებამდე (გამოცემამდე) საჯარო კონსულტაციებს მართავს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განსაკუთრებულ შემთხვევებში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას, თუ იგი ეხება პირთა ფართო წრის ინტერესებს და ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას გამოიყენება საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესები.“ ამავე კოდექსის 1061 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, „ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღების უფლების მქონე კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება ამავე ორგანოს გადაწყვეტილებით.“

 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,         საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061  და 1065  მუხლების, ამავე კოდექსის VII და IX თავების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის,   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო კონსულტაციების მარეგულირებელი წესის“ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

 1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებაში    ცვლილების შეტანის თაობაზე     საქართველოს     კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილების მიღების მიზნით.

2.    საჯარო ადმინისტრაციული  წარმოების ფარგლებში გაიმართოს საჯარო კონსულტაციები.

3.   „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის    27    ივნისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების მიერ კომენტარების წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით. კომენტარების კომისიაში წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობით, კომისიის შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. N50/18 ან კომისიის ელექტრონულ მისამართზე   post@comcom.ge.

4.    ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2023 წლის 30 მარტს 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

5.   საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;

6.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე   (www.comcom.ge) გამოაქვეყნოს:

ა) ცნობა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის პროექტის საჯარო კონსულტაციაზე წარდგენის თაობაზე, წინამდებარე გადაწყვეტილება და დადგენილების პროექტი, განმარტებითი ბარათი;

ბ)  საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაინტერესებული მხარის მიერ კომისიაში წარდგენილი კომენტარები (გარდა საიდუმლო/კონფიდენციალური ინფორმაციისა), კომისიაში რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

7.    გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე.

8.   გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

9. გადაწყვეტილების    შესრულებაზე    კონტროლი    (გარდა    გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები