„ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2023 16:15
მიღების თარიღი თებერვალი 16, 2023
„ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებით დამტკიცდა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმები. აღნიშნული დადგენილების სამართლებრივ საფუძვლად, დადგენილების პრეამბულაში მითითებულია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (22.12.2022 სარეგისტრაციო კოდი: 450140000.05.001.020772, გამოქვეყნების თარიღი 30.12.2022) პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის ნორმატიული შინაარსი, ანალოგიური ფორმით აისახა ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება უნდა შევიდეს „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილების პრეამბულაში. შესაბამისად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით, დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 103-ე, 1061 - 1065 მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და IX თავის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წარმოსადგენი ქონებრივი დეკლარაციების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 23 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით;
2. ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2023 წლის 23 მარტს, 15:00 საათზე, ხოლო დადგენილება მიღებულ იქნას ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
3. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ვადად განისაზღვროს 3 თვე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობისა და მომზადებული დადგენილების პროექტის კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებისთანავე;
6. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
7. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ი.ბუთბაია).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
