შპს „ტვ.პლიუსის“ ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2023 15:00
მიღების თარიღი იანვარი 20, 2023
შპს „ტვ.პლიუსის“ ტელემაუწყებლობის განახლების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტვ.პლიუსმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/14, 09.01.23) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანია ტელემაუწყებლობას განაახლებს 2023 წლის 2 თებერვალს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტვ.პლიუსს“ საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2022 წლის 20 ივნისიდან. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2023 წლის 9 იანვარს. კომისიამ განაახლა შპს „ტვ.პლიუსის“ ავტორიზაცია 2023 წლის 12 იანვარს. ავტორიზაციის განახლების (კომპანიის მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში ასახვა) თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით (წერილი Nგ-23-03/40, 12/01/2023) .
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-16 და მე-18 პუნქტების თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება:
ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;
ბ) მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის წარდგენამდე;
გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.
ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით და მედიამომსახურების განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ ავტორიზებული პირის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ავტორიზებულ პირს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
ამავე კანონის 451 მუხლის მე-20 პუნქტის თანახმად ავტორიზებული პირის მიერ მედიამომსახურების განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.
კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 20 იანვრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტვ.პლიუსის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა რომ 2023 წლის 17 იანვარს შპს „ტვ.პლიუსმა“ კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/124, 17.01.23) აცნობა რომ ტელემაუწყებლობის განახლებას გეგმავს 2023 წლის 2 თებერვალს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განახლდეს შპს „ტვ.პლიუსის“ ტელემაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. განახლდეს შპს „ტვ.პლიუსის“ (ს/ნ 427742222) ტელემაუწყებლობა შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);
ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო; თ) მაუწყებლობის განახლების თარიღი: 2023 წლის 2 თებერვალი;
2. შპს „ტვ.პლიუსი“ ვალდებულია:
ა) დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;
ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;
გ) თავისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;
ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი, დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
ვ) კომისიას წარუდგინოს პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის პროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტვ.პლიუსისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)
გამოქვეყნება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „ტვ.პლიუსისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში მისი შპს „ტვ.პლიუსისთვის“ ჩაბარებისთანავე;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა მე–2 და მე-4 პუნქტისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
