წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია-სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

ნომერი: გ-23-3 / 238

გამოქვეყნების თარიღი მაისი 29, 2023 20:03

მიღების თარიღი მაისი 25, 2023

შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია-სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში  „კომისია“ აღნიშნავს, რომ„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და მის კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში  განხორციელებული  ზედამხედველობისა  და  კონტროლისა.  ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და მისი კონტროლი.

“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მიმწოდებლები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა)არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ)არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ)არ იხდის რეგულირების საფასურს;

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელი“ (ს/კ400301106) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-5113,15.04.2021) გავლილი აქვს შემდეგი  პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ)მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ვ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „ტელეკომპანია ეგრისის“ მულტიპლექსი); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;

ზ.გ) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: მაუწყებლობის დაწყების ვადა: ინტერენეტით და მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიებით ავტორიზაციის გავლიდან 30 კალენდარული დღე, ხოლო ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით 2021 წლის 31 მაისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2023 წლის 31 მარტის (Nშ-23-10-625) სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელი“ 2021 წლის აპრილის თვიდან 2023 წლის იანვრის თვის ჩათვლით კომისიაში წარმოადგენს რეგულირების ყოველწლიური საფასურის ნულოვან გაანგარიშებებს, ხოლო იანვრის თვის შემდგომ ზემოაღნიშნული ფორმები საერთოდ არ წარმოუდგენია.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2023 წლის 10 აპრილის სამსახურებრივი ბარათიდან (№23-10-677) ირკვევა, რომ შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელი“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-23/188 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა

2023 წლის 25 მაისის15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

შპს„საქართველოს ცენტრალური ტელევიზია-სცტვ და რადიო სოფელს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ კომისიის 2023 წლის 20 აპრილის №გ-23-23/188 გადაწყვეტილება, ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის მითითებით გაეგზავნა ელექტრონულ მისამართზე და ასევე ჩაბარდა საფოსტო გზავნილის სახით 2023 წლის 25 აპრილს. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2023 წლის 24 აპრილს კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  2023  წლის  25  მაისის  ზეპირი  მოსმენის  სხდომას  არ ესწრებოდა შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა რომ 2023 წლის 24 მაისს კომისიას წერილობით მიმართა შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-6/1783). წერილში აღნიშნულია რომ კომპანია ვერ ახერხებს მაუწყებლობას მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, შესაბამისად თანახმაა შეასრულოს კომისიის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2023 წლის 25 მაისის კომისიის სხდომა დაასახელა.

კომისიის 2023 წლის 25 მაისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს  კანონის 451 მუხლის  მე-14  პუნქტით  გათვალისწინებული  შემთხვევა,  კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას; გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელის“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის ნ) ქვეპუნქტის, 382  მუხლის მე-2 პუნქტის, 451 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლების, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.შეუჩერდეს შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელს“ (ს/კ 400301106) ავტორიზაცია (BR-5113,15.04.2021) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;

2.განემარტოს  შპს „საქართველოს   ცენტრალური   ტელევიზია -  სცტვ   და  რადიო სოფელს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;

3.განემარტოს შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;

4.დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია-  სცტვ და  რადიო სოფელისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);

ბ)აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ.შოვნაძე);

5.დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ.ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;

7.ადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)  შპს „საქართველოს ცენტრალური ტელევიზია - სცტვ და რადიო სოფელისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვახტანგ აბაშიძე

 

 

 

თავმჯდომარე - მ.შ. ნათია კუკულაძე

 

 

წევრი

 

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები