წვდომის მენიუ

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 11 აპრილის № 195/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: გ-23-4 / 116

გამოქვეყნების თარიღი მარტი 13, 2023 17:06

მიღების თარიღი მარტი 09, 2023

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - გუდვილკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლების გაუქმებისა და კომისიის 2014 წლის 11 აპრილის № 195/24 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-7/761, 06.03.2023) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლების გაუქმების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომი“ ფლობს კომისიის 2014 წლის 11 აპრილის № 195/24 გადაწყვეტილებით ფიქსირებული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების ორგანიზებისათვის და ამ ქსელების აბონენტების ტერმინალური მოწყობილობების იდენტიფიცირებისათვის, ავტორიზებული საქმიანობისთვის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლებას 1900 (ათას ცხრაასი) სააბონენტო ნომერზე  (322425100 - 322426999).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების გაუქმების საფუძველია უფლების მფლობელის მოთხოვნა; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უფლების გაუქმების შემთხვევაში მფლობელს მის მიერ გადახდილი ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ აბონენტები ინფორმირებულები არიან მომსახურების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან   გამომდინარე,   „ელექტრონული   კომუნიკაციების   შესახებ“   საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, ასევე კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების”  შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომის“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N191 უფლება და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2014 წლის 11 აპრილის № 195/24  გადაწყვეტილება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები- გუდვილკომისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები- გუდვილკომისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და     კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები-გუდვილკომისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები