წვდომის მენიუ

შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-23-5 / 123

გამოქვეყნების თარიღი მარტი 20, 2023 15:13

მიღების თარიღი მარტი 16, 2023

შპს  „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2023 წლის 09 თებერვალს კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმამ“ (ს/კ405591186) და შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმამ“ (ს/კ 404604558) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის№შ-23-7/471, 09.02.2023) შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს „ჰოლდინგი-აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. განცხადებაზე თანდართულია შპს„მედია ჰოლდინგი-აფხაზეთის ხმის“ 100%-იანი წილის მფლობელის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა ლიცენზიების გადაცემის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის  სხვა პირისათვის გადაცემა შესაძლებელია, მხოლოდ  კომისიის  წინასწარი  თანხმობით.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა, ისარგებლოს რესურსით, ან სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა)ადმინისტრაციული ორგანო; გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ)ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე)ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ)იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კომისია აღნიშნავს, რომ და შპს  „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“ ფლობს:

ა) კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/665 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით და ვალდებულებებით:

ა)ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე:

ვ)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი  სადგურის  განთავსება  შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ);

ვ.ბ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ზ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ზ.ა)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ზ.ბ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ზ.გ)წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ზ.დ)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

ზ.ე)დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ.ვ)უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ზ.ზ)მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ზ.თ)შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ზ.ი)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას” მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები;

ზ.კ)ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ზ.ლ)წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ზ.მ)არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა;

ზ.ნ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ზ.ო)მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ზ.პ)უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

ზ.ჟ)უზრუნველყოს კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამული ბადით მაუწყებლობა.

ბ)კერძო მაუწყებლობის №B76 ლიცენზიას 2025 წლის 8 აპრილამდე, კომისიის 2015 წლის 2 აპრილის №178/6,

2021 წლის 28 იანვრის №გ-21-5/27 გადაწყვეტილებების და შპს „ჯეო მედიასა“ და შპს  „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმას“ შორის 2020 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული "რადიოსიხშირის ლიცენზიების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების  თანახმად,  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა;

დ)მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 16 საათი; ვ)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ)მაუწყებლობის  გავრცელების  გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის  ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია,  რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

თ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

თ.ა)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

თ.ბ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

თ.გ)წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

თ.დ)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და  სტანდარტებს,  იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

თ.ე)დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

თ.ვ)უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ.ზ)მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ.თ)შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

თ.ი)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

თ.კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

თ.ლ)წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

თ.მ)არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

თ.ნ)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

თ.ო)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც  უზრუნველყოფს  საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას;

თ.პ)მაუწყებლობის  პროცესში  დაიცვას  “მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს კანონის მე-3  მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

თ.ჟ)უზრუნველყოს ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა;

გ)კერძო რადიომაუწყებლობის №B93 ლიცენზიას 2027 წლის 14 სექტემბრამდე, კომისიის 2017 წლის 7 სექტემბრის N597/6, 2021 წლის 28 იანვრის №გ-21-5/27 გადაწყვეტილებების და შპს „ჯეო მედიასა“ და შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმას“ შორის 2020 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული "რადიოსიხშირის ლიცენზიების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების  თანახმად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული  კოორდინატის  მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ)

ვ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული  სადგურების  მიერ  შექმნილი  სამაუწყებლო  დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; თ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

თ.ა)უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

თ.ბ)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

თ.გ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

თ.დ)წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

თ.ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და  სტანდარტებს,  იქონიოს  შესაბამისობის სერთიფიკატი;

თ.ვ)დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

თ.ზ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ.თ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ.ი)შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

თ.კ)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

თ.ლ)ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

თ.მ)წარუდგინოს კომისიას  და  გამოაქვეყნოს  საკუთარ  ვებ–გვერდზე  შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

თ.ნ)არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

თ.ო)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

თ.პ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

თ.ჟ)მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

დ)კერძო რადიომაუწყებლობის №B96 ლიცენზიას 2027 წლის 28 დეკემბრამდე, კომისიის 2017 წლის 21 დეკემბრის N818/6, 2021 წლის 28 იანვრის №გ-21-5/27 გადაწყვეტილებების და შპს „ჯეო მედიასა“ და შპს„მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმას“ შორის 2020 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული "რადიოსიხშირის ლიცენზიების გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების  თანახმად, შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა)ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ)ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ)კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ე)მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურების განთავსება  შესაძლებელია  მითითებული კოორდინატების მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ვ)მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ზ)მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი; თ)ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

თ.ა)უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ- პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

თ.ბ)თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

თ.გ)ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

თ.დ)წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

თ.ე)გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

თ.ვ)დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

თ.ზ)უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

თ.თ)მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

თ.ი)შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

თ.კ)მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

თ.ლ)ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

თ.მ)წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

თ.ნ)არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის  საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

თ.ო)კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

თ.პ)იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

თ.ჟ)მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და კომისიაში  წარმოდგენილი  შესაბამისობის  დეკლარაციიდან   ირკვევა,  რომ   შპს„ჰოლდინგი  -  აფხაზეთის  ხმის“  დირექტორი და  100%-იანი  წილის  მფლობელია  ნინო  ჩხეიძე  (პ/ნ01017013620). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“ ან/და მისი დამფუძნებელი არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს  პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ დირექტორის და დამფუძნებლის ნინო ჩხეიძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ნინო ჩხეიძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“ არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.

კომისია აღნიშნავს, რომ 2023 წლის 16 მარტს გამართულ კომისიის სხდომას ესწრებოდა შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ და და შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ წარმომადგენელი თამარ დანელია. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა რომ შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმა“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან საჯარო მოხელეს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს.

კომისია ასევე აღნიშნავს,  რომ  და შპს „მედია  ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს და შპს „მედია ჰოლდინგი-აფხაზეთის ხმის“ მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გადაცემაზე წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

შესაბამისად, შესაძლებელია შპს  „მედია ჰოლდინგ - აფხაზეთის ხმას“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გადაცემაზე.

ყოველივე  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის,  481-ე და  მე-60  მუხლებიდან  გამომდინარე, კენჭისყრის  შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს  თანხმობა შპს   „მედია  ჰოლდინგი  -  აფხაზეთის  ხმას“  (ს/კ 404604558)  მის  მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ (ს/კ 405591186) გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმამ“ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიების სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა  და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმას“ , რომ შპს „მედია ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ მიერ მის მფლობელობაში არსებული კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის  ხმისთვის“ გადაცემის შემთხვევაში  ზემოაღნიშნული  ლიცენზიებით  გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს შპს  „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმის“ მიერ კერძო მაუწყებლობის №№B59, B76, B93 და B96 ლიცენზიების სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე); ბ)სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე); გ)ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ)შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის  ხმისთვის“ და  შპს „მედია  ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ჰოლდინგი - აფხაზეთის ხმისთვის“ და შპს „მედია ჰოლდინგი -აფხაზეთის ხმისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური                             თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე                         წევრი

ნათია კუკულაძე                        წევრი

ივანე მახარაძე                           წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები