შპს „კომპანია მედიასტრიმის“ კერძო მაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების შპს „რადიო ბომონდისთვის“ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-23-5 / 426

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 04, 2023 13:44

მიღების თარიღი აგვისტო 31, 2023

შპს  „კომპანია მედიასტრიმის“ კერძო მაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების შპს  რადიო ბომონდისთვისგადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ  2023 წლის 9 აგვისტოს  კომისიას  ერთობლივი  განცხადებით  მიმართეს  შპს  „კომპანია  მედიასტრიმმა“  (ს/კ 404475028) და შპს  „რადიო ბომონდმა“ (ს/კ 404682018) (წერილის კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/2600, 09.08.2023) შპს  „კომპანია  მედიასტრიმის“  მფლობელობაში  არსებული  კერძო მაუწყებლობის  №B172  და №B173 ლიცენზიების შპს  „რადიო ბომონდისთვის“ გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. განცხადებაზე თანდართულია ხელშეკრულება  შპს „კომპანია მედიასტრიმის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიათა  ნასყიდობის  შესახებ ასევე  ცნობა  შემოსავლების  სამსახურიდან. კომისიაში ასევე  წარმოდგენილია  (წერილის  კომისიაში რეგისტრაციის  №შ-23-6/2812 ,  24.08.2023) შპს „კომპანია მედიასტრიმის“  პარტნიორთა  კრების  ოქმი  და  შპს     „რადიო ბომონდის“  მიერ  შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის სხვა  პირისათვის  გადაცემა  შესაძლებელია,  მხოლოდ  კომისიის  წინასწარი  თანხმობით.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს  ლიცენზიით  განსაზღვრული  საქმიანობა,  ისარგებლოს  რესურსით,  ან  სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

„მაუწყებლობის შესახებ“  საქართველოს  კანონის  37-ე  მუხლის  მე –2 პუნქტის  და  371-ე მუხლის პირველი პუნქტის  გ)  ქვეპუნქტის  შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო; გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი; დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული  პირი,  რომლის  წილს  ან  აქციებს  პირდაპირ  ან  ირიბად  ფლობს  ოფშორულ  ზონაში რეგისტრირებული პირი.

ამავე კანონის  37-ე  მუხლის  მე-3  პუნქტის  შესაბამისად  ლიცენზიის  მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს  „კომპანია მედიასტრიმი“ ფლობს:

ა) კერძო რადიომაუწყებლობის №B172 ლიცენზიას, კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №14/1 და 2015 წლის 24

დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 8 იანვრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი; ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

 

გასხივება

 

 

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

დაბა გუდაური

 

104.7

 

FM

 

V

 

მიმართული, აზიმუტი 30°

 

100

 

42°29'20"N

44°30'02"E

 

12

 

6


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ე) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ვ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ზ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

თ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ი) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

კ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ლ)  უზრუნველყოს  ძირითადად  ერთი  თემატიკის  (ახალი  ამბებისა  და  საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის გარდა) პროგრამებით მაუწყებლობა.

მ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ნ)  მაუწყებლობის  პროცესში  დაიცვას  “მაუწყებლობის  შესახებ”  საქართველოს  კანონის  მე-3  მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;

ბ) კერძო რადიომაუწყებლობის №B173 ლიცენზიას, კომისიის 2015 წლის 8 იანვრის №13/1 და 2015 წლის 24

დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით: ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 8 იანვრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობა - 12 საათი;

ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

 

პოლარ იზაცია V / H

 

 

 

გასხივება

 

 

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი სატელევიზიო ანძა

 

104.7

 

FM

 

V

 

წრიული

 

500

 

41°41'44"N

44°47'05"E

 

78

 

6


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

დ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში,  მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

ე) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ვ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

ზ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია:

თ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში;

ი) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

კ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ლ) უზრუნველყოს არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;

მ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

ნ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები.

კომისია აღნიშნავს, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერიდან და კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ შპს  „რადიო ბომონდის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ხათუნა კაციტაძე (პ/ნ 01024024348). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით კომპანიის დირექტორი ადასტურებს, რომ შპს  „რადიო ბომონდი“ ან/და მისი დამფუძნებელი არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს  „რადიო ბომონდის“ დირექტორის და დამფუძნებლის ხათუნა კაციტაძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე www.declaration.gov.ge. გადამოწმების შედეგად ხათუნა კაციტაძის მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „რადიო ბომონდი“ არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  2023  წლის  31  აგვისტოს  გამართულ  კომისიის  სხდომას  ესწრებოდა შპს  „კომპანია მედიასტრიმის“ და შპს „რადიო ბომონდის“ წარმომადგენლები ქეთი ძებისაშვილი და მზია მესხიშვილი. კომისიის სხდომაზე შპს „რადიო ბომონდის“ წარმომადგენელმა მზია მესხიშვილმა დაადასტურა რომ შპს  „რადიო ბომონდი“ და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან საჯარო მოხელეს ან პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ და შპს  „კომპანია მედიასტრიმის“ კერძო მაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების შპს  „რადიო ბომონდისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს  „კომპანია მედიასტრიმის“ კერძო მაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების  შპს  „რადიო  ბომონდისთვის“ გადაცემაზე წინასწარი  თანხმობის  მიცემის  დამაბრკოლებელი გარემოება  გათვალისწინებული

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია შპს  „კომპანია მედიასტრიმს“ მიეცეს წინასწარი თანხმობა, მისი კუთვნილი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიების გადაცემაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,  კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს თანხმობა შპს  „კომპანია მედიასტრიმს“ (ს/კ 404475028) მის მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების შპს  „რადიო ბომონდისთვის“ (ს/კ 404682018) გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს  „რადიო ბომონდმა“ კერძო რადიომაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების სარგებლობაში  მიღებიდან  5  სამუშაო  დღის  ვადაში, ლიცენზიების  სარგებლობაში მიღების  შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება; 

3. განემარტოს შპს  „რადიო ბომონდს“, რომ შპს  „კომპანია მედიასტრიმის“ მფლობელობაში არსებული კერძო  რადიომაუწყებლობის  №B172  და  №B173  ლიცენზიების  შპს   „რადიო  ბომონდისთვის“ გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიებით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს შპს  „რადიო ბომონდის“ მიერ კერძო რადიომაუწყებლობის №B172 და №B173 ლიცენზიების სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე); ბ)  სალიცენზიო მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიების გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5.   დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას  აღნიშნული   გადაწყვეტილების  შპს  „კომპანია მედიასტრიმისთვის“ და შპს „რადიო ბომონდისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „კომპანია მედიასტრიმისთვის“ და შპს „რადიო ბომონდისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7.  გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები