რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელექტრონული საშუა რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელე ლებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7- / 291

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2023 20:20

მიღების თარიღი ივნისი 22, 2023

რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელექტრონული საშუა რადიომოყვარულ ევგენი მეზინისთვის რადიოელე ლებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში  „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1912, 06.06.2023) მიმართა ბელორუსიის რესპუბლიკის მოქალაქე ევგენი მეზინმა (პასპორტის №MP4438464), საქართველოში მისი ვიზიტის (22.06.2023-31.05.2024) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით (სამუშაო ხელშეკრულების ვადით) მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ევგენი მეზინს, ბელორუსიის რესპუბლიკის ელექტროკავშირის სახელმწიფო ინსპექციის    მიერ    გაცემული    სარეგისტრაციო  ინდივიდუალური ნებართვის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური  - კლასი  „B“, სახმობი  EW1EM (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 1 კლასს).

კომისია აღნიშნავს, რომ ევგენი მეზინი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2022 წლის  16 ივნისის № გ-22-7/271 გადაწყვეტილებით  2022 წლის 20 ივნისიდან  2023 წლის  3 ივნისამდე მინიჭებული ჰქონდა სახმობი  4L/EW1EM და ითხოვს მის დროებით (2023 წლის 22 ივნისიდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით) მინიჭებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“  საქართველოს  კანონის   471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და  მე- 7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ)ქვეპუნქტის  შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ევგენი მეზინს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის  22 ივნისიდან  2024 წლის 31 მაისის ჩათვლით:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 T – 110

 ევგენი მეზინი

 საქართველოს ტერიტორია

 4L/EW1EM

 „B“

2.რადიომოყვარული ევგენი მეზინი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ევგენი მეზინისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ევგენი მეზინისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური            თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე         წევრი

ეკატერინე იმედაძე    წევრი

ნათია კუკულაძე       წევრი

ივანე მახარაძე          წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები