წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ მერაბ ქურციკიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 184

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2023 14:34

მიღების თარიღი აპრილი 20, 2023

რადიომოყვარულ მერაბ ქურციკიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1022, 28.03.23) მიმართა მოქალაქე მერაბ ქურციკიძემ (მცხ. ქ. თბილისი, ო. ქინქლაძის 35) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მერაბ ქურციკიძე არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს რადიოსიხშირეთა განაწილების, მართვისა და კონტროლის რესპუბლიკური სამმართველოს მიერ მინიჭებული ჰქონდა სახმობი - 4L4MQ, რომლის  ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მერაბ ქურციკიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 20 აპრილიდან 2028 წლის 20 აპრილამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

B1-084

 

მერაბ ქურციკიძე

 

თბილისი, ო. ქინქლაძის 35

 

4L4MQ

 

„B“


2. რადიომოყვარული მერაბ ქურციკიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი  ინსტრუქციების  შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე; 

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე მერაბ ქურციკიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე მერაბ ქურციკიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე წევრი

ეკატერინე იმედაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები