რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2023 12:03
მიღების თარიღი აპრილი 27, 2023
რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1343, 24.04.2023) მიმართა მოქალაქე პაველ ზაბოლოტსკიმ (მცხ. ქ. ფოთი, ტექსელის ქ. 4) რადიომოყვარულთა შორის საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში, სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 50 მგჰც დიაპაზონში (6 მეტრიანი ტალღები) დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ პაველ ზაბოლოტსკი არის „E“ ექსტრა კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2022 წლის 5 მაისის № გ-22-7/200 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L1R. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში (რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე) რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების პირველ რეგიონში პერიოდულად იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები. რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკის მიერ, აღნიშნულ შეჯიბრებაში სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება 50 მჰც სიხშირეზე, მოდულაციის ტიპები - SSB და CW.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ პაველ ზაბოლოტსკის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, ასევე 50.0 მჰც სიხშირეზე, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის პირველი მაისიდან 31 აგვისტომდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 104 |
პაველ ზაბოლოტსკი |
ქ. ფოთი, ტექსელის ქ. 4 |
4L1R |
„E“ ექსტრა |
2. რადიომოყვარული პაველ ზაბოლოტსკი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების პაველ ზაბოლოტსკისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) პაველ ზაბოლოტსკისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
