სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2023 12:08
მიღების თარიღი აპრილი 27, 2023
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალისთვის“ ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მომართა შუამდგომლობით (№ შ-23-7/1205, 11.04.23), სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალის“ სუფსის ტერმინალის ერთწერტილოვანი ნავმისადგომისთვის (SPM -Single Point mooring) ამოსაცნობი ნიშნის MMSI (Maritime Mobile Service Identity) მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, საქართველოს მილსადენის კომპანიის სუფსის ტერმინალის ერთწერტილოვან ნავმისადგომზე განთავსებული AtoN მოწყობილობისთვის მისი ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემაში (AIS) ჩართვის მიზნით, შესაძლებელია მიენიჭოს შერჩეული ამოცნობის ნიშანი (MMSI).
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალს“ სუფსის ტერმინალის ერთწერტილოვანი ნავმისადგომისთვის (SPM -Single Point mooring) ცხრილში აღნიშნული ამოცნობის ნიშანი:
|
№ |
მოწყობილობის მფლობელი |
განთავსების ადგილის გეოგრაფიული კოორდინატები |
AtoN მოწყობილობის ტიპი |
სადგურის დასახელება |
მინიჭებული MMSI |
|
1 |
სს „საქართველოს მილსადენის კომპანიის საქართველოს ფილიალი“ |
42°01'10.8" N 41°42'39.7" E |
R (REAL) |
SUPSA, SPM (Single Point Mooring) |
992131001 |
2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.
ეკატერინე იმედაძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი
