რადიომოყვარულ ვლადიმერ დოთიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 08, 2023 20:35
მიღების თარიღი მაისი 04, 2023
რადიომოყვარულ ვლადიმერ დოთიაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1382, 26.04.23) მიმართა მოქალაქე ვლადიმერ დოთიაშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, თბილისი, ვაჟა ივერიელის ქ. 31/33, ბ. 25) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ვლადიმერ დოთიაშვილი არის „B“ კატეგორიის რადიომოყვარული, და ფლობდა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენების ნებართვას „B“ კატეგორიის სახმობი ნიშნით UF6FMZ, რომლის ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში არ გაუვლია. რადიომოყვარულ ვლადიმერ დოთიაშვილს „B“ კატეგორიის 4L1DW სახმობის მინიჭებაზე რეკომენდაცია (თან ერთვის) გაუწია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნულმა ასოციაციამ.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს რადიომოყვარულ ვლადიმერ დოთიაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 4 მაისიდან 2028 წლის 4 მაისამდე:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
B-085 |
ვლადიმერ დოთიაშვილი |
თბილისი, ვაჟა ივერიელის ქ. 31/33, ბ. 25 |
4L1DW |
„B“
|
2.რადიომოყვარული ვლადიმერ დოთიაშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე ვლადიმერ დოთიაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე ვლადიმერ დოთიაშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
