რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2023 17:41
მიღების თარიღი მაისი 04, 2023
რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1307, 20.04.2023) მიმართა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ილია სემიჩასტნოვმა, საქართველოში მისი ვიზიტის (2023 წლის 29 მაისიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით) პერიოდში, ქვემოთ ჩამოთვლილ საერთაშორისო შეჯიბრებებში სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად, სახმობის მინიჭების თაობაზე.
|
|
CQ-M international DX Contest |
/13-14 მაისი 2023 წ./ |
|
|
CQ WW WPX Contest |
/27-28 მაისი 2023 წ./ |
|
|
All Asian DX Contest |
/17-18 ივნისი 2023 წ./ |
|
|
ARRL Field Day |
/24-25 ივნისი 2023 წ./ |
|
|
International VHF Field Day |
/1-2 ივლისი 2023 წ./ |
|
|
IARU HF World Championship |
/8-9 ივლისი 2023 წ./ |
|
|
CQ Worldwide VHF Contest |
/15-16 ივლისი 2023 წ./ |
|
|
European HF Championship |
/5 აგვისტო 2023 წ./ |
|
|
WAE DX Contest, CW |
/12-13 აგვისტო 2023 წ./ |
|
|
All Asian DX Contest, Phone |
/2-3 სექტემბერი 2023 წ./ |
|
|
WAE DX Contest, SSB |
/9-10 სექტემბერი 2023 წ./ |
|
|
CQ Worldwide DX Contest, SSB |
/22-29 ოქტომბერი 2023 წ./ |
|
|
CQ Worldwide DX Contest, CW |
/25-26 ნოემბერი 2023 წ./ |
|
|
Stew Perry Topband Challenge |
/30-31 დეკემბერი 2023 წ./ |
|
|
CQ 160-Meter Contest, CW |
/26-28 იანვარი 2024 წ./ |
კომისია აღნიშნავს, რომ ილია სემიჩასტნოვს, რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი R3XA (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 1 კლასს).
კომისია აღნიშნავს, რომ ილია სემიჩასტნოვს არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2022 წლის 29 სექტემბრის № გ-22-7/422 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L9M (2022 წლის 29 ოქტომბრიდან 2023 წლის 27 თებერვლის ჩათვლით) და ითხოვს მის დროებით (2023 წლის 29 მაისიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით) მინიჭებას.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ილია სემიჩასტნოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის 29 მაისიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით:
|
რეგისტრაციის № |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
კატეგორია |
|
T – 103 |
ილია სემიჩასტნოვი |
ფოთი, სოფელი გროგოლეთი |
4L9M |
„A“ |
2. რადიომოყვარული ილია სემიჩასტნოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ილია სემიჩასტნოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების ილია სემიჩასტნოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ეკატერინე იმედაძე წევრი
