წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ მიხეილ კულკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 229

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2023 17:25

მიღების თარიღი მაისი 18, 2023

რადიომოყვარულ მიხეილ კულკოვისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1661, 11.05.23) მიმართა მოქალაქე მიხეილ კულკოვმა (მცხ. ქ. ბათუმი, წმ. სევერიანე აჭარელის ქ. N 65 ბ. 3) რადიომოყვარულთა შორის საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებაში, სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 50 მგჰც დიაპაზონში (6 მეტრიანი ტალღები) დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მიხეილ კულკოვი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2023 წლის 4 მაისის № გ-23-7/211 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L6QL.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ზაფხულის პერიოდში (რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე) რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების პირველ რეგიონში პერიოდულად იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები. რადიომოყვარულ მიხეილ კულკოვის მიერ, აღნიშნულ შეჯიბრებაში სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება 50 მჰც სიხშირეზე, მოდულაციის ტიპები - SSB და CW.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მიხეილ კულკოვს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, ასევე 50.0 მჰც სიხშირეზე, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის 30 მაისიდან 31 აგვისტომდე: 

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 106

 

მიხეილ კულკოვი

 

ქ. ბათუმი, წმ. სევერიანე აჭარელის ქ. N 65 ბ. 3

 

4L6QL

 

„A“

2. რადიომოყვარული მიხეილ კულკოვი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ  განსაზღვრული  რადიოსამოყვარულო   სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე მიხეილ კულკოვისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე მიხეილ კულკოვისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები