წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ მიხეილ ჯანვერდაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 249

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 05, 2023 12:29

მიღების თარიღი ივნისი 01, 2023

რადიომოყვარულ მიხეილ ჯანვერდაშვილისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/1798, 25.05.23) მიმართა მოქალაქე მიხეილ ჯანვერდაშვილმა (მცხ. ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N 26) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის 50 მგჰც დიაპაზონში (6 მეტრიანი ტალღები) დროებით სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ მიხეილ ჯანვერდაშვილი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და კომისიის 2021 წლის 24 ივნისის № გ-21-7/374 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს სახმობი 4L4CR. ზაფხულის პერიოდში, რადიოტალღების გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, მიხეილ ჯანვერდაშვილის მიერ სამოყვარულო რადიოკავშირები განხორციელებული იქნება 50 მჰც სიხშირეზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების და 518 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ მიხეილ ჯანვერდაშვილს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, ასევე 50.0 მჰც სიხშირეზე, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის პირველი ივნისიდან პირველ სექტემბრამდე:

 

რეგისტრაციის №

 

რადიოსადგურის მფლობელი

 

რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 

სახმობი

 

კატეგორია

 

T – 108

 

მიხეილ ჯანვერდაშვილი

 

ქ. კასპი, დ. აღმაშენებლის ქ. N 26

 

4L4CR

 

„A“

2. რადიომოყვარული მიხეილ ჯანვერდაშვილი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU)მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე მიხეილ ჯანვერდაშვილისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მოქალაქე მიხეილ ჯანვერდაშვილისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები