წვდომის მენიუ

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 264

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 09, 2023 18:36

მიღების თარიღი ივნისი 08, 2023

სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სს„საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალმა“  (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის  რ-ნის  სასამართლოს  მიერ  1996 წლის  26 ივლისს,  რეგ.  №   2/8-24; ს.კ.  №201955090) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/1845, 30.05.23) 2022 წლის  9 ივნისის  № გ-22-7/253 გადაწყვეტილების შესაბამისი (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მეტრულ დიაპაზონში ერთი სიხშირე) სიხშირული რესურსის მინიჭების მოთხოვნით. სიხშირეები განსაზღვრულია ნავთობის ტრანსპორტირების დროს  თანამშრომლებს  შორის ოპერატიული კავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის  მე-3 პუნქტის შესაბამისად, არაავტორიზებულ პირს,   რომლის საქმიანობა და კავშირებული არ არის საერთო  სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო  ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან  ან/და  ამ ქსელებითა  და  საშუალებებით  მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ   რომელიც  საქმიანობისას საჭიროებს რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  გამოყენებისთვის    (გარდა    რადიოსარელეო    ქსელის    ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების  წესით  ანიჭებს  რადიოსიხშირეებს  დროებით  −   1 წლის  ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

„ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-12  მუხლის მე-6 პუნქტის ა)ქვეპუნქტის თანახმად, რადიოსიხშირული  სპექტრით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  უცხოეთის დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული დაწესებულებები/წარმომადგენლობები თავიანთი ოფიციალური მიზნებისათვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისას.

კომისია აღნიშნავს, რომ 1996 წლის 8 მარტის საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულება მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რომლის მე-5 მუხლის 5.1 და 5.3 პუნქტების შესაბამისად,    სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალი“, როგორც   საექსპორტო მილსადენის პროექტის კონტრაქტორი განთავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურის  გადახდისაგან.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, მილსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შესახებ საქართველოს მთავრობასთან 1996 წლის 8 მარტის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1და 5.3 პუნქტებისა და„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1.მიენიჭოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ რადიოსიხშირული სპექტრით   სარგებლობის   უფლება № F 2922 შემდეგი პირობებით: სიხშირე - 158.425 მჰც (ზოლის სიგანით 25 მჰც) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ერთი წლის ვადით - 2023 წლის 14 ივნისიდან 2024 წლის 14 ივნისამდე, ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.სს„საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4.დაევალოს სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი:  http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.დაევალოს კომისიის     აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) სს „საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7.დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ)გადაწყვეტილების სს„საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№ 64)სს„საქართველოს მილსადენის კომპანიას საქართველოს ფილიალისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

 

10.კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური              თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე          წევრი

ნათია კუკულაძე         წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები