რადიომოყვარულ რენე მატტესისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 304

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2023 0:11

მიღების თარიღი ივნისი 29, 2023

რადიომოყვარულ რენე მატტესისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-23-9/2063, 22.06.2023) მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე რენე მატტესმა  (პასპორტის №CCNOJN142), საქართველოში მისი ვიზიტის (15.06.23-31.08.23) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რენე მატტესს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი DL2JRM.

კომისია აღნიშნავს, რომ რენე მატტესი არის „A“ კატეგორიის რადიომოყვარული, კომისიის 2023 წლის 16 მარტის № გ-23-7/128 გადაწყვეტილებით 2023 წლის 16 მარტიდან 2023 წლის 30

აპრილის ჩათვლით მინიჭებული ჰქონდა სახმობი 4L/DL2JRM.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ რენე მატტესს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის 29 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 T – 111

 რენე მატტესი

 ქ. მარტვილი ბანძის ქ. 59

 4L / DL2JRM

 „A“

2.რადიომოყვარული რენე მატტესი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი   პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების რენე მატტესისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების რენე მატტესისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 ვახტანგ აბაშიძე             თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე            წევრი

ივანე მახარაძე                წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები