წვდომის მენიუ

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 35

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2023 17:50

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ“ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/128, 17.01.23), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („KOLKHIDA“, „ANAKLIA 9“ და „FEKA“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საზღვაო ხომალდებს: „KOLKHIDA“, „ANAKLIA 9“ და „FEKA“-ს ცხრილში აღნიშნული სახმობი და ამოცნობის ნიშნები:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული

სახმობი

მინიჭებული

MMSI

1.

KOLKHIDA

სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული

სამსახური

4LYF2

213 595 000

2.

ANAKLIA 9

ნიკა ხაზარაძე

4LYG2

213 596 000

3.

FEKA

FATIH KASARCI

4LYD2

213 593 000

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით    აღმაშენებლის ხეივანი №64) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე            თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე       წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე              წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები