წვდომის მენიუ

რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ვერენჩუკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 36

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 03, 2023 17:45

მიღების თარიღი თებერვალი 02, 2023

რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ვერენჩუკისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/172, 23.01.2023) მიმართა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ვიაჩესლავ ვერენჩუკმა (პასპორტის № 761945668), საქართველოში მისი ვიზიტის (02.02.23-31.10.23) პერიოდში, სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად სახმობის დროებით მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ვიაჩესლავ ვერენჩუკს, რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ გაცემული სარეგისტრაციო დოკუმენტის შესაბამისად, შეუძლია გამოიყენოს სამოყვარულო რადიოსადგური, იგი არის „C“ კატეგორიის რადიომოყვარული და მინიჭებული აქვს სახმობი UB0AJN (ნებართვა შეესაბამება CEPT-ის 3 კლასს).

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების, 518 მუხლის მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს რადიომოყვარულ ვიაჩესლავ ვერენჩუკს სამოყვარულო  რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 2023 წლის 2 თებერვლიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 T – 098

 ვიაჩესლავ ვერენჩუკი

 საქართველოს ტერიტორია

 4L / UB0AJN

 „C“

2. რადიომოყვარული ვიაჩესლავ ვერენჩუკი, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას  ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული  რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო  რადიოსადგურით  სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების ვიაჩესლავ ვერენჩუკისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) გადაწყვეტილების ვიაჩესლავ ვერენჩუკისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე                თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე           წევრი

ნათია კუკულაძე               წევრი

ივანე მახარაძე                  წევრი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები