საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 368

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 07, 2023 15:09

მიღების თარიღი აგვისტო 03, 2023

საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის   სააგენტომ“   კომისიას   მიმართა   განცხადებებით   (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/2388,  24.07.23 და № შ-23-7/2475,  31.07.23), წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმების გათვალისწინებით, საზღვაო ხომალდებისთვის („TAMUSIA“ და „T17“) რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47' მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს  საზღვაო  ხომალდებს:  „TAMUSIA“ და  „T17“-ს  ცხრილში  აღნიშნული  სახმობი  და ამოცნობის ნიშნები:

ხომალდის დასახელება

ხომალდის მფლობელი

მინიჭებული სახმობი

მინიჭებული

MMSI

1.

TAMUSIA

ედნარი პაპუნაიშვილი

4LYP2

213 605 000

2.

T17

თამარ პაპუნაიშვილი

4LYY2

213 614 000


2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის“ გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

4. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა   კოლეგიაში  (ქ  .თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64  ) გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

ივანე მახარაძე წევრი

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები