შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 410

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 25, 2023 17:21

მიღების თარიღი აგვისტო 24, 2023

შპს „ალგანისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ შპს   „ალგანმა“  (რეგისტრირებულია  დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს  მიერ   2004 წლის  10 დეკემბერს, რეგ.  №    2/4-4215; ს.კ.  №  202246097) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-7/2667, 14.08.23) 2022 წლის 20 სექტემბრის № გ-22-7/395 გადაწყვეტილების შესაბამისი (ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში და ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირე და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ოთხი სიხშირე) ხუთი სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. სიხშირეები გათვალისწინებულია დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტებიდან მართვის ცენტრში ინფორმაციის მისაღებად და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ალგანის“ მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3    პუნქტის    შესაბამისად, არაავტორიზებულ  პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებული არ არის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან  ან/და  ამ  ქსელებითა  და  საშუალებებით  მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ რომელიც საქმიანობისას   საჭიროებს   რადიოსიხშირეების  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით − 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რისთვისაც არაავტორიზებული პირი იხდის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს.

საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის    2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული „რადიოსიხშირული სპექტრით  სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად  არაავტორიზებულ პირს, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით    გამოყენებისთვის    (გარდა    რადიოსარელეო    ქსელის    ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთის გამოყენების მიზნით), კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების  წესით  ანიჭებს  რადიოსიხშირეებს  დროებით − 1 წლის  ვადით, რისთვისაც პირი წინასწარ იხდის რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის საფასურს, რომლის ოდენობა ერთ სიხშირეზე შეადგენს 1000 ლარს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ალგანმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტში ჩარიცხა 5000 ლარი.

კომისია ასევე  აღნიშნავს,  რომ  მინიჭებული  სიხშირეები  გამოყენებული  უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების    შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის მე-3 პუნქტის, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დებულების“ 71  მუხლის მე-3 პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ალგანს“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება № F 2959 შემდეგი პირობებით: სიხშირეები - 166.100 მჰც, 409.175 მჰც, 415.225 მჰც, 424.700 მჰც და 425.400 მჰც (თითოეული ზოლის სიგანით 25 კჰც) ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში და ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით-2023 წლის 20 სექტემბრიდან 2024 წლის 20 სექტემბრამდე,ოპერატიული რადიოკავშირისთვის, არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.შპს„ალგანის“ მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრი გამოყენებული უნდა იქნას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე;

3.წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით განსაზღვრული რადიოსიხშირული სპექტრის მართლზომიერი გამოყენების მიზნით მონიტორინგის განხორციელება დაევალოს კომისიის  აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტს   (ა. ქარუმიძე);

4.დაევალოს შპს„ალგანს“ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში, უზრუნველყოს კომისიის რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრში, ამავე რეესტრით გათვალისწინებული ინფორმაციის ელექტრონული წესით ასახვა (ვებ მისამართი: http://reestri.comcom.ge/); რადიოელექტრონული მოწყობილობების რეესტრით გათვალისწინებული პარამეტრების ცვლილება რეესტრში ასახულ იქნას ცვლილების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

5.საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, შპს „ალგანისთვის“ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი საქართველოს კანონმდებლობასთან;

6.დაევალოს კომისიის     აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ქ. სულიაშვილი) შპს „ალგანისთვის“  მინიჭებული სიხშირეების კომისიის უწყებრივ რეესტრში აღრიცხვა;

7.დაევალოს კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას:

ა)ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის აღრიცხვა შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში (ნ. დევდარიანი);

ბ) გადაწყვეტილების  შპს  „ალგანისთვის“  გაგზავნა  და  კომისიის  ოფიციალურ ვებ  გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

8.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  საქმეთა  კოლეგიაში  (ქ.თბილისი,  დავით    აღმაშენებლის ხეივანი  №  64)  შპს„ალგანისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

10.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე                 თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე            წევრი

ნათია კუკულაძე                წევრი

ივანე მახარაძე                   წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები