რადიომოყვარულ დავით კონცელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-23-7 / 458

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 09, 2023 12:59

მიღების თარიღი სექტემბერი 28, 2023

რადიომოყვარულ დავით კონცელიძისთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა  და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № შ-23-9/2891, 06.09.23) მიმართა მოქალაქე დავით კონცელიძემ (მცხ. ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 50/52, ბინა 114) სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის განსაზღვრის მიზნით, კომისიის 2005 წლის 6 მაისის №294/22 გადაწყვეტილებით შექმნილია საკვალიფიკაციო საბჭო. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ მოქალაქე დავით კონცელიძემ ჩააბარა საკვალიფიკაციო საბჭოს მიერ „C“კატეგორიის რადიო-მოყვარულისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო ტესტები, რაც ასახულია საკვალიფიკაციო საბჭოს № 55 (06.09.2023) სხდომის ოქმში და მას შეუძლია განახორციელოს სამოყვარულო რადიოკავშირი არსებული წესის შესაბამისად.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471  მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 515  მუხლის პირველი, მეორე პუნქტის ე) ქვეპუნქტის და მე-6 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ კენჭრისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს რადიომოყვარულ დავით კონცელიძეს სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის და დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში საქმიანობისთვის, სახმობი, ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 წლის ვადით 2023 წლის 28 სექტემბრიდან 2028 წლის 28 სექტემბრამდე:

 რეგისტრაციის №

 რადიოსადგურის მფლობელი

 რადიოსადგურის განთავსების ადგილი

 სახმობი

 კატეგორია

 C - 172

 დავით კონცელიძე

 ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ.

50/52, ბინა 114

 4L7DKN

 „C“

2.რადიომოყვარული დავით კონცელიძე, რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების (IARU) მოქმედი ინსტრუქციების შესაბამისად, ვალდებულია დაიცვას ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ განსაზღვრული რადიოსამოყვარულო სამსახურის რეგულირების ზოგადი პრინციპები და ასევე სამოყვარულო რადიოსადგურით სამოყვარულო რადიოკავშირის განხორციელების წესები;

3.დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას გადაწყვეტილების მოქალაქე დავით კონცელიძისთვის გაგზავნა და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე  (www.comcom.ge)      გამოქვეყნება;

4.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მოქალაქე დავით კონცელიძისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ აბაშიძე          თავმჯდომარე - მ.შ.

ეკატერინე იმედაძე     წევრი

ნათია კუკულაძე        წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები